მთავარიაზიაირანიირანში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ირანში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ირანში პირველ მარტს ჩატარებულ არჩევნებში კონსერვატიული კანდიდატების დომინირების შემდეგ მოქალაქეები ხმას პარლამენტში დარჩენილი ადგილების შესავსებად აძლევენ. მარტის არჩევნებით კონსერვატორებმა პარლამენტში 200, ზომიერმა კანდიდატებმა კი 45 ადგილი დაიკავეს. მეორე ტურში ამომრჩევლებმა კიდევ 45 კანდიდატი უნდა აირჩიონ.

290 წარმომადგენლისგან შემდგარი პარლამენტი ირანის მართვაში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში საბოლოო სიტყვა აიათოლა ალი ხამენეის ეკუთვნის.

ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ხმას აძლევს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თეირანი, ირანი, 10 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Vahid Salemi

2022 წლის სექტემბერში დაწყებული მასობრივი გამოსვლების შემდეგ არჩევნები ირანში წელს პირველად ჩატარდა. გამოსვლები, რომლებიც რამდენიმე თვე გაგრძელდა და რომლებიც ჰიჯაბის იძულებით ტარების წინააღმდეგ პროტესტიდან ირანული თეოკრატიის საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა, ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო. მოკლეს ასობით, ხოლო დააპატიმრეს ათასობით დემონსტრანტი. მას შემდეგ ირანში საპარლამენტო არჩევნები წელს პირველად ჩატარდა. 2024 წლის მარტის არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის მოსახლეობის 41%-ზე ნაკლებმა მიიღო. აქტივობა რეკორდულად დაბალი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, როცა საარჩევნო უბანზე ხმა ამომრჩეველთა მხოლოდ 42%-მა მისცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend