მთავარისაქართველოშალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება

შალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება

დღეს, 10 მაისს, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მომდევნო კვირაში კვლავ გაგრძელდება ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე და თქვა, რომ მან მათ ურჩია, ქვეყანაში კანონპროექტის მიღების შემდეგ ჩამოსულიყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპელმა დიპლომატებმა მისი რჩევა არ გაითვალისწინეს და მათ საქართველოში ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს და ის ევროპულ დელეგაციას ვერ შეხვდება.

„მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, 13-14, ორშაბათი-სამშაბათი, ვინაიდან იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა და არ იქნება მაინც და მაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს, ამ განხილვების შემდეგ ყოფილიყო ვიზიტი და მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ, ზოგადად, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხვდები, მაინც აპირებენ ჩამოსვლას, თუმცა ასევე ვუთხარი, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ვხედავთ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციების დროს, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის. ამიტომაც მათ ვუთხარი, რომ ეს მიიღონ მხედველობაში, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ დაესხან თავს პარლამენტს და ზოგადად, რადიკალურად იმოქმედონ და იძალადონ აქციების დროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.

მიმდინარე პროცესების შეფასებისას შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ იმ ახალგაზრდების უმრავლესობას, რომლებიც „უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს” ეწინააღმდეგებიან, პარტიული ინტერესი აქვთ და პოლიტიკურ მითითებებს იღებენ. შალვა პაპუაშვილმა დღევანდელი გამოსვლისას ახსენა წინასწარ განსაზღვრული სცენარები და არეულობის ხელოვნურად ორგანიზების მცდელობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend