ათონელის ქუჩაზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გუშინ ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა.
იქამდე კი საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი სიტყვით გამოვიდნენ. მათ ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაამახვილეს ყურადღება.
პაველ ჰერჩინსკიმ გასულ წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და ასევე აღნიშნა, რომ როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, საქართველო გზაგასაყარზეა და ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს.
სალომე ზურაბიშვილმა კი ევროპისკენ სვლისთვის ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და ახალგაზრდობა შეაქო, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო ახლა დიდი ძალადობის მომსწრეა. მან განაცხადა, რომ ეს ძალადობა გამოიყენება ერის კოლექტიური სურვილის წინააღმდეგ, რომ იყოს დამოუკიდებელი