მთავარიკულტურათბილისში ამინ ამჰარექის ინსტალაცია სახელწოდებით „ალ-ფურქანი“ გაიმართა

თბილისში ამინ ამჰარექის ინსტალაცია სახელწოდებით „ალ-ფურქანი“ გაიმართა

ინსტალაციის სახელწოდება “ალ-ფურქანი” არაბული სიტყვაა და საწყისს ნიშნავს. ამინ ამჰარექის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი ქვები ძველი თბილისის ნაწილი იყო. შესაბამისად, ამ გამოფენის უკან დგას სიმბოლიზმი, რომელიც სიძველიდან სიახლისკენ მიდის, ინსტალაცია კი ერთდროულად გამოხატავს მშვიდობასა და ქაოსს.

ინსტალაციის ავტორი, ამინ ამჰარექი ამბობს, რომ ის, რაც მსუბუქი და მარტივი უნდა იყოს, რეალურად ყველაზე მძიმე და დამღუპველია. მისივე თქმით, გამოფენაში განათება ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ინსტალაციის მნახველებს სინათლის ნაკლებობას უქმნის, რაც დღევანდელი სამყაროსთვის დამახასიათებელია.

„ეს გამოფენა დატვირთულია სიმბოლოებით. ინსტალაცია შედგება ძველი აგურებისგან, რომლებიც ჩვენ ძველ თბილისში არქეოლოგიური გათხრებისას მოვიპოვეთ. ეს აგურები თბილისის სამომავლო არქიტექტურული დაგეგმარების მიხედვით არის განლაგებული. ჩვენ გვინდა, ძველი აგურებით ვაჩვენოთ თბილისის მომავალი. გამოფენის დიდი ნაწილია სიბნელეშია მოქცეული. განათება ძალიან დიდ როლს თამაშობს. მსოფლიოში არეული სიტუაციაა და ბევრგან აღარ ჩანს ის სინათლე, რომელიც ყველას ჭირდება. მე მინდოდა, რომ შემექმნა ისეთი გარემო, რომელშიც ხალხი ამ სინათლის ნაკლებობას შეიგრძნობდა. ეს არის ის, რისი ჩვენებაც ამ გამოფენით მინდოდა“, – ამბობს ამინ ამჰარეჩი.

ინსტალაციის დამთვალიერებლები ამბობდნენ, რომ გამოფენა მათთვის საინტერესო და ემოციური იყო.

„ამ ინსტალაციას მშვენიერი და უნიკალური ასპექტები აქვს. განათება არაჩვეულებრივია და მის ფონზე საგნები წარმოუდგენლად ლამაზი და გულშიჩამწვდომია. ეს ინსტალაცია ჩემს სულს შეეხო“, – ამბობს კანდანა ბალაკა, დამთვალიერებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend