მთავარისაქართველოგუშინ ღამით ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გუშინ ღამით ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გუშინ გვიან ღამით ქუჩაში ცალკეულ პირებზე თავდასხმების შემთხვევები იყო. თავს დაესხნენ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს, ბორის ჩელე ყურუას. როგორც ის სოციალური ქსელის, ფეისბუკის გვერდზე წერს, მას რამდენიმე პირმა სცემა. ასევე ნაცემია პარტია “ახალის” წევრი ნოდარ ჩაჩანიძე.

ოთხი ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა მარნეულში ოპოზიციონერ აქტივისტ, გიორგი მუმლაძესაც. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს.

გუშინ განვითარებულ მოვლენებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, სადაც უწყებამ შეშფოთება გამოხატა საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე სასტიკ თავდასხმებთან დაკავშირებით.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ნორვეგია დგას ქართველების გვერდით, რომლებიც იცავენ დემოკრატიას და, მათ შორის, აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend