წამყვანი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებმა ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ასოციაციების წევრებმა განაცხადეს, რომ ეს კანონპროექტი ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციას გაზრდის და საქართველოს ევროპულ გზას ჩამოაშორებს.
მათ კიდევ ერთხელ მიმართეს საქართველოს მთავრობას კანონის გაწვევისა და ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვის თხოვნით. მათი თქმით, კანონპროექტის გამო ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შესაძლოა უარყოფითად აისახოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე.