გასულ წელს Associated Press-ის ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში ძირითადად ის მიგრანტები მოექცნენ, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორეში შესაღწევად ნარ-ეკლიან, განსაცდელით სავსე გზას გადიან.
მიმდინარე კვირის დასაწყისში პულიცერის პრემია ფოტორეპორტაჟებში გადაეცა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის 8 ფოტოგრაფს, რომელთა შორის არიან: ფერნანდო ლანო, ივან ვალენსია, გრეგორი ბული, ერიკ გეი, ედუარდო ვერდუგო, ფელიქს მარკესი, მარკო უგარტე და კრისტიან ჩავესი. პრემია გადაეცათ იმ ფოტოებისთვის, რომლებზეც აღბეჭდილია დოკუმენტური მასალა, თუ რა რთული განცდებითა და ტანჯვით სავსე გზას გადიან ემიგრანტები, რომლებსაც ახალი ცხოვრების დაწყება სურთ.
გთავაზობთ იმ ფოტოებს, რომლებმაც ავტორებს ჟურნალისტისთვის სანუკვარი პრემია მოუტანათ.
ფერნანდო ლანო
ივან ვალენსია
გრეგორი ბული
ერიკ გეი
ედუარდო ვერდუგო
ფელიქს მარკესი
მარკო უგარტე
კრისტიან ჩავესი
ავტორი: კრისტიან მური და AP-ის წყარო