მთავარისპორტი"ბარსელონამ" ჩავი მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგინა

“ბარსელონამ” ჩავი მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგინა

კატალონიის “ბარსელონამ” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი წარადგინა. ესპანელმა სპეციალისტმა “ბარსელონასთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩავი “ალ-სადის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა. “ბარსელონას” მაისურით ჩავიმ 17 სეზონი ჩაატარა და 25 ტიტული მოიგო.

41 წლის მწვრთნელის ხელმძღვანელობით “ბარსელონა” პირველ მატჩს 21 ნოემბერს, “ესპანიოლის” წინააღმდეგ გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend