იტალიის სერია ა-ს მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს “რომა” და “მილანი” დაუპირისპირდნენ. მატჩი მილანელებმა 2:1 მოიგეს.
შეხვედრის პირველი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 26-ე წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმში 40 წლის ფორვარდმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ფრანკ კესიმ ზუსტად შეასრულა. 66-ე წუთზე “მილანის” მცველი, ტეო ერნანდესი გააძევეს. ამით “რომამ” ისარგებლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტეფან ელ შაარავიმ გოლი გაიტანა.
გამარჯვების შედეგად სტეფანო პიოლის გუნდი იტალიის სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, “რომა” კი 19 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.