მთავარიმსოფლიოევროპასაფრანგეთსა და ესტონეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

საფრანგეთსა და ესტონეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

შაბათს პარიზის ქუჩებში დემონსტრანტებმა ე.წ. „კოვიდსაშვები“ გააპროტესტეს.  აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომ კოვიდსაშვების მოქმედება 2022 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივებულიყო. სენატში საბოლოო კენჭისყრა 28 ოქტომბერს გაიმართება. საფრანგეთმა კოვიდსაშვთან დაკავშირებული პროგრამა 2020 წლის ივნისში წარადგინა.

შაბათს მომიტინგეები ასევე შეიკრიბნენ ტალინში, სადაც მარტის შემდეგ შემთხვევათა რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლიილიკა ამბობს, რომ ესტონეთში ბევრი რამ არასწორად კეთდება და სწორედ ამიტომ შეიკრიბა ამდენი ადამიანი. ისინი ფიქრობენ, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრს არ აღელვებს ხალხის ბედი. აქციის მონაწილეებს არ ესმით, რატომ უნდა იყოს ვაქცინაცია სავალდებულო. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჯანმრთელობა აღელვებთ, ვაქცინას არ იკეთებენ. ლიილიკაც წინააღმდეგია ვაქცინაციის და არც თავის შვილებს ურჩევს მის გაკეთებას.

შაბათს ესტონეთში 14-დღიანი ინფიცირების მაჩვენებელი 100 000 სულ მოსახლეზე 1238 იყო, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი რაოდენობაა. ბოლო 24 საათში კი პირველად, 2020 წლის მარტის შემდეგ,  ინფიცირების 1643 შემთხვევა გამოვლინდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend