მთავარიგადაცემებიSmart Regionsევროპული პროექტი თითქმის მივიწყებული ეთნიკური ჯგუფის მემკვიდრეობის განახლებას უწყობს ხელს

ევროპული პროექტი თითქმის მივიწყებული ეთნიკური ჯგუფის მემკვიდრეობის განახლებას უწყობს ხელს

სლოვაკიაში, ამ ტყის სიღრმეში შენახული თითქმის მივიწყებული განძი ისევ გაიხსენეს. აქ ბავშვები მოჰყავთ, რომ ე.წ. ტყის ხალხი, სლოვაკიაში საუკუნეების წინ ჩამოსახლებული გერმანელი ტყისმჭრელების შთამომავლები გააცნონ. მათ ადგილობრივები „ჰუნცოკარს“  უწოდებენ რაც გერმანული სიტყვა huncokárs-ის დამახინჯებული ვერსიაა და ტყისმჭრელს ნიშნავს.

ტყის ხალხის მემკვიდრეობა თანდათან პოპულარული ხდება.

ირენა ჰერჩლოვა, ჰუნცოკარსების შთამომავალი:

„მათ  ჩამოიტანეს ტყის ჭრის ახალი მეთოდები, რომლებიც ტყის უკეთ მართვას უწყობდა ხელს, თან საკუთარი რელიგიური დღესასწაულებიც შემოიტანეს. მათი კულტურის გავლენა საკმაოდ  ძლიერი გამოდგა. მნიშვნელოვანია, რომ თავიანთი მემკვიდრეობა დაიცვან და ახლოს გააცნონ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს.“

ავსტრია-სლოვაკიის საზღვარზე მდებარე   რეგიონში მივიწყებული ტრადიციების აღდგენა   ტურიზმზე ორიენტირებული ევროპული პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა. ამ მხარეში ჩადებული ინვესტიციების წყალობით, რომლის ფარგლებშიც  წყლის ბუნებრივი საცავიც განახლდა, ამ რეგიონის კულტურა და ბიომრავალფეროვნებაც უფრო მეტად წარმოჩინდა.

ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი თითქმის მილიონ 45 ათასი  ევროა. თანხის 85 პროცენტიც ევროპის რეგიონების განვითარების პროგრამამ დააფინანასა.

ყოველ წელს სლოვაკიის მხარეს ამ ტყის სანახავად 190 ათასი ტურისტი ჩამოდის.

სილვია ბრაჟდოვიჩოვა, პროექტ  NEMONET-ის კოორდინატორი:

„ეს მხარე და სოფლები როგორც აქ, ისე ავსტრიის მხარეს, ძალიან პოპულარული ტურისტული ადგილები იყო. თუმცა გარკვეული ტექნიკური და ინსფრასტრუქტურული კუთხით ჩამოვრჩებოდით ავსტრიას, გარემოს დაცვის ჩვენს მიდგომასაც გადახალისება სჭირდებოდა. ამ პროექტის წყალობით, შეგვიძლია სტუმრებს ახალი და უკეთესი პირობები შევთავაზოთ, რომ აქაურობით დატკბნენ.“

საზღვრის ორივე მხარეს ჩაიდო ინვესტიციები ეკოტრანსპორტში, მათ შორის ელექტრომობილებისა და ველოსიპედებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

განახლებული ბილიკები ტყის სხვადასხვა ნაწილს აკავშირებს ერთმანეთთან და გვაწვდის ინფორმაციას კულტურული თავისებურებებისა და ბუნების დაცვის თვალსაზრისით.

იაკუბ მალიკი, ბაიკერი:

„ეს ადგილები კარგად მოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამ მშვენიერი სიმწვანის ყურებაც კი დაგამშვიდებს. ეს რეგიონი მხოლოდ შეშის წარმოებისთვის არ უნდა გამოიყენონ, აქაურობას ბედნიერების მოტანაც შეუძლია.“

ავტორი: ხულიან ლოპესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend