კატეგორიები

ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება მაქსიმ კრესისთან

ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება მაქსიმ კრესისთან

ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ამერიკელი მაქსიმ კრესი 3:0 დაამარცხა.

კრესის დამარცხებამდე 29 წლის სპორტსმენმა გამარჯვება სებასტიან კორდას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოიპოვა.

მომდევნო რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი რეილი ოპელკა იქნება, რომელმაც ლორენცო მუსეტისა და სონვუ კუონს სძლია.

ბასილაშვილისა და ოპელკას მატჩი 4 სექტემბერს გაიმართება.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია
სხვა ამბები