ტურინის “იუვენტუსი” კრიშტიანუ რონალდუს დაემშვიდობა. იტალიურმა კლუბმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა წერილი, რომელიც პორტუგალიელის ტურინულ კარიერას ასახავს.
რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც “იუვენტუსის” მაისურით პირველ სამ სეზონში 100 გოლი გაიტანა.
36 წლის შემტევი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს, სადაც 2003 წლიდან 2009 წლამდე თამაშობდა.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ “წითელმა ეშმაკებმა” “იუვენტუსს” 25 მილიონი ევრო გადაუხადეს