მთავარიამერიკაჩილეჩინჩოროს კულტურის არეალში შემავალი 3 დასახლება იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

ჩინჩოროს კულტურის არეალში შემავალი 3 დასახლება იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

ჩილეში ჩინჩოროს კულტურის არეალში შემავალი 3 დასახლება იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს, რადგან ამ ადგილებში  მუმიფიკაციის უძველეს მეთოდებს იყენებდნენ.

როგორც ხელოვნების, კულტურისა და მემკვიდრეობის სამსახურის მდივანი კონსუელო ვალდესი ამბობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთდროულად რამდენიმე რამის აღიარება ხდება. მისი თქმით, ჩინჩოროს კულტურის წარმომადგენლებმა 7000 წლის წინ შექმნეს მუმიფიკაციის უნიკალური ტექნოლოგიები და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსოფლიოში ყველაზე მშრალ უდაბნოსთან ახლოს მოღვაწეობდნენ, მათ მაინც გამოავლინეს თავიანთი დახვეწილობა, აზროვნება და შეხედულებები ცხოვრებაზე, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია.

ჩინჩოროს კულტურას ქმნიდნენ მეთევზეები, რომლებიც წყნარი ოკეანის გასწვრივ, პერუში ილოს პორტიდან ჩილეს ატაკამის უდაბნომდე  ცხოვრობდნენ. ისინი ნადირობასა და მეთევზეობას მისდევდნენ.

კონსუელო ვალდესი აღნიშნავს, რომ შთამბეჭდავია იმის გააზრება, თუ როგორ მოერგო გარემოს მეთევზეებისა და მონადირეების კულტურა. მიუხედავად იმისა, რომ მათ არც აგრონომია იცოდნენ და არც თიხაზე მუშაობა, მაინც შეძლეს სათავისოდ გამოეყენებინათ წყლისა და მიწის რესურსები, რომ შეექმნათ საჭირო ინსტრუმენტები.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სხდომაზე, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობდა. 10 დღის წინ კომიტეტმა ლათინური ამერიკიდან კიდევ 4 ობიექტი შეიტანა, მათ შორის ბრაზილიიდან, მექსიკიდან, პერუდან და ურუგვაიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend