საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჟურნალისტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ 10 წლიანი გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე ჟურნალისტების ნაწილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა თუ როდის გადადგებოდა ის თანამდებობიდან და როდის დაისჯებიან 5-6 ივლისის ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორები. ამის საპასუხოდ პრემიერმა მათ პარტიული აქტივისტები უწოდა და ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა.
„ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ, ამ შემთხვევაში თქვენ არ გელაპარაკებით, ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნა უკვე რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად”, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ალეკო გვეტაძე