მთავარიმსოფლიოევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა პროცესორებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელთა ალიანსი

ევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა პროცესორებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელთა ალიანსი

მიწოდების შეფერხებისა და საოპერაციო ხარჯების გაზრდის გამო არაერთი ევროპული კომპანია თუ ინდუსტრია წარმოების კვლავ ევროპაში დაბრუნებას ფიქრობს. ამის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ველოსიპედების მწარმოებელი ცნობილი კომპანია იყო, რომელმაც წარმოება საფრანგეთში დააბრუნა. ახლა კი აზიიდან პროცესორებისა და ნახევარგამტარების  მიწოდების შეფერხების გამო ევროპაში აპირებენ თვითონ აწარმოონ მიკროპროცესორები და ჩიპები.  ამისთვის ევროკომისიის ინიციატივით, სპეციალური ალიანსი შეიქმნა.

ევროკომისიამ  წარადგინა ინიციატივა, რომელიც კონტინენტზე ნახევარგამტარების წარმოების გაზრდას გულისხმობს. დღეს ბაზარზე ძირითადად აზიელი მწარმოებლები არიან წარმოდგენილი. თუმცა ბოლო პერიოდში მიწოდების მხრივ ევროპელ კლიენტებს, მაგალითად, ავტომწარმოებლებს,  პრობლემები შეექმნათ. სწორედ ამიტომ კომისიის ინიციატივით შეიქმნა პროცესორებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელთა ალიანსი. ჩნდება კითხვა, არის თუ არა ევროპა კვლავ კონკურენტუნარიანი, და  რამდენად შეძლებს  ის აზიელ მწარმოებელთან დაწევას.

ერთი-ერთი საწარმოს სილიციუმის კომპონენტების განყოფილების უფროსი ოლივიერ ფაიანოტი აღნიშნავს, რომ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, გაუწიონ სხვა ქვეყნებს კონკურენცია, რადგან უამრავი იდეა, წარმოებისთვის შესაბამისი აღჭურვილობა და დანადგარები აქვთ. მათ შეუძლიათ, პირდაპირ აიღონ არსებული კვლევის შედეგები და ადვილად მოარგონ სამრეწველო ინდუსტრიას.

ახალი ინიციატივის მხარდასაჭერად ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი საფრანგეთში რამდენიმე მსხვილ ტექნოლოგიურ ცენტრსა და საწარმოს ეწვია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეუწყობს ხელს ეს ინიციატივა ახალი საწარმოების მშენებლობას, თუმცა გამორიცხული არაფერია.

ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი ამბობს, რომ მათი მიზანია, 10 წელიწადში გლობალური ბაზრის 20% დაიკავონ. შეერთებულ შტატებს 30 პროცენტის მიღწევა სურს. ორივეს ერთად კი მთლიანი ბაზრის 50%-ს დაიკავებს.  ევროპის  ამბიციაა, რომ მსოფლიოში წამყვანი პოზიცია ჰქონდეს ნახევარგამტართა წარმოებაში. წარმოება ევროპაში იქნება, ეს კი, ტიერი ბრეტონის აზრით, მიწოდების უსაფრთხოების გარანტი იქნება.

ნახევარგამტართა მწარმოებლების ალიანსის ერთ-ერთი პარტნიორია „სიოტექი“,  რომელიც ინოვაციური ნახევარგამტარების წარმოების მხრივ ლიდერია.  კომპანია ამზადებს მიკროჩიპებს, რომლებიც შედარებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, პოლ ბუდრე ფიქრობს, რომ მისი კომპანიის ბრუნვის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება. მას მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ენდონ იმ მწარმოებლებს, რომლებიც ევროპაში არიან. მათ  ერთად უნდა იმუშაონ, რომ ევროპა ტექნოლოგიური ლიდერი გახდეს. პოლ ბუდროს თქმით, ინდუსტრიულ სუვერენიტეტზე საუბრისას  ტექნოლოგიურ ლიდერობაც უნდა გაითვალისწინონ.

ალიანსის მიზანია შემდეგი თაობის პროცესორების შექმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  ევროპა ნელ-ნელა გაზრდის თავის წარმოებას არსებული და მომავალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend