მთავარიმსოფლიოG20-ის სამიტზე უნივერსალური კორპორატიული გადასახადის შემოღებაზე შეთანხმდნენ

G20-ის სამიტზე უნივერსალური კორპორატიული გადასახადის შემოღებაზე შეთანხმდნენ

ვენეციაში დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეიკრიბნენ. სამიტის მთავარი თემა 15-პროცენტიანი უნივერსალური კორპორატიული გადასახადის შემოღება იყო. მინისტრების განცხადებით, ახალი ინიციატივა კომპანიების მიერ გადასახადების თავიდან არიდების წინააღმდეგაა მიმართული.

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის საშუალებით, ჩვენ შევძლებთ უფრო სამართლიანი საგადასახადო სისტემის შემოღებას. მინიმალური უნივერსალური კორპორატიული გადასახადის დაწესება წინ გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიისათვის“,- აცხადებს გერმანიის ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი.

მინიმალური კორპორატიული გადასახადის შემოღებას მხარი სამიტში მონაწილე ყველა მინისტრმა დაუჭირა. ინიციატივა შეეხება ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა ამაზონი და ფეისბუკი. მათი ოფისების ნაწილი ისეთ ქვეყნებშია გახსნილი, სადაც დაბალი გადასახადებია.

სამიტზე კლიმატის ცვლილებისა და პანდემიის საკითხების შესახებაც იმსჯელეს. მინისტრების თქმით, საჭიროა შეიქმნას ისეთი ფონდი, რომელიც ქვეყნებს პანდემიისათვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend