მთავარიაზიაავღანეთიამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს აგვისტოს შემდეგ აღარ გააგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს აგვისტოს შემდეგ აღარ გააგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ. მისი განცხადებით, ავღანეთში ყველა ოპერაცია 31 აგვისტოსთვის დასრულდება.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ავღანეთში თითქმის 20 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ შევიდნენ.

„როდესაც მე ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გამოყვანა გადავწყვიტე, ჩავთვალე, რომ ამ ომში დაუსრულებელი ბრძოლა ჩვენს ეროვნულ ინტერესს არ შეესაბამებოდა. 20-წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ დღევანდელი უსაფრთხოების მდგომარეობით, ავღანეთში ბრძოლების კიდევ ერთი წლით გაგრძელება გამოსავალი კი არ არის, არამედ საბაბია, რომ ავღანეთში განუსაზღვრელი ვადით დავრჩეთ. ჯერი ავღანელ ხალხზეა, მათ თავიანთი ქვეყნის მომავალი უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ამერიკული სამხედრო მისიის დასრულების პარალელურად ავღანეთში თალიბანის სამხედრო დაჯგუფებები ტერიტორიების დაკავებას აგრძელებენ. თუმცა ჯო ბაიდენს სჯერა, რომ ავღანელი პოლიტიკოსები და ავღანეთის თავდაცვის ძალების 300,000 ჯარისკაცი თალიბანის 75,000 მებრძოლს შეაჩერებს.

აგვისტოდან ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ამერიკელი სამხედროებიდან მხოლოდ 1000 ჯარისკაცი დარჩება. მათი მისია საელჩოებისა და ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.

ჯერ კიდევ არავინ იცის, ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ რა ბედი ეწევა ავღანელებს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend