მთავარი სპორტი ბრაზილიამ ფინალის საგზური მოიპოვა

ბრაზილიამ ფინალის საგზური მოიპოვა

კოპა ამერიკა 2021-ის ნახევარფინალურ მატჩში ბრაზილიამ პერუ დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ნეიმარის გადაცემით ლუკას პაკეტამ გაიტანა. ბრაზილიელები მატჩის მიმდინარეობისას უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა პერუელთა მეკარის, პედრო გარესეს კარგი თამაში, ტურნირის მასპინძლები უფრო დიდი სხვაობითაც მოიგებდნენ.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებები შეხვდებიან, ფინალი კი 11 ივლისს გაიმართება.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend