2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტივს ვინაობა ცნობილია. საფრანგეთის ნაკრებმა მაროკოს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ნეხევარფინალში გასვლა ზედიზედ მესამე მუნდიალზე შეძლო. მაროკოს ნაკრებმა, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე ძლიერი შეტევით გამოირჩეოდა, საფრანგეთის კართან მნიშვნელოვანი შანსები ვერ შექმნა. საპასუხოდ კი დიდიე დესშამის გუნდს მრავალი საგოლე მომენტი ჰქონდა.
ბოსტონთან ფოქსბოროს "ჯილეტის“ სტადიონზე უპირატესობას საფრანგეთის ნაკრები ფლობდა. საფრანგეთს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა პირველივე ტაიმში ჰქონდა, როდესაც მაროკოს კარში თერთმეტ მეტრიანი დაინიშნა. თუმცა, კილიამ მბაპეს დარტყმული მაროკოს მეკარემ იასინ ბუნუმ მოიგერია. მაროკოელი კიპერი „ატლასის ლომების“ შემადგენლობაში ყველაზე გამორჩეული იყო. მან შეხვედრაში 6 სეივი გააკეთა.
კილიამ მბაპემ მეტოკის კარის აღება მეორე ტაიმში ულამაზესი დარტყმით 60 წუთზე მაინც შეძლო. 6 წუთში კი გოლს საგოლე გადაცემაც დაუმატა და უსმან დემბელის გოლით საფრანეთმა 2-0 გაიმარჯავა. მიმდინარე მუნდიალზე კი გატანილი გოლების რაოდენობით კილიამ მბაპე ლეო მესის დაეწია. ორივე შემტევს 8-8 გოლი აქვთ გატანილი, თუმცა ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე 3 საგოლე გადაცემის საფრანგეთის ათიანია. ჯამში კი მუნდიალებზე კილიამ მბაპემ 20 გოლი დააგროვა და ლეო მესის რეკორდს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება.
„მე გავმხდარვარ მსოფლიო ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონიც. ეს გუნდი არც მსოფლიო ჩემპიონია და არც მეორე ადგილზე გასულა, ამიტომ ამ ეტაპზე ის ყველაზე ძლიერი ნაკრები არ არის. ნამდვილად ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე გუნდი. ვხედავთ ამ გუნდის წარმატების მიღწევის შესაძლებლოეს. რა თქმა უნდა, ეს საშუალებას გვაძლევს ვიოცნებოთ. მაგრამ ყველაზე ძლიერი? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე ძლიერი გუნდები იმარჯვებენ. ჩემს გვერდით მსოფლიო ჩემპიონატის თასს ვერ ვხედავ, ამიტომ, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, ეს ყველაზე ძლიერი გუნდი ვერ იქნება. ეს გუნდი და ჯგუფი ძალიან მიყვარს. ამ გუნდში ბევრი მოთამაშეა, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან, რომლებსაც მრავალი წელია ვიცნობ. ასევე გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც მე ვეტერანად მხედავენ. მე გუნდს მაგალითი უნდა ვაჩვენო, განსაკუთრებით ემოციური კუთხით. მოედანზე ამ ფეხბურთელებმა ფეხბურთის თამაში იციან. მაგრამ ემოციური კუთხით, რადგან მე მსოფლიო ჩემპიონატებზე გუნდში ყველაზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული და ვიცი რას ნიშნავს ითამაშო მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს მე ჩემს თანაგუნდელებს უნდა გავუზიარო“, - ამბობს კილიან მბაპემ.
„დღეს ჩვენთვის ადვილი მატჩი არ ყოფილა. მოედანზე ერთმანეთი ვერ ვიპოვეთ, რაც ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ასევე უნდა ვაღიაროთ თუ რამდენად ძლიერი იყო ჩვენი მეტოქე. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავარი კანდიდატები არიან. ვფიქრობ, უბრალოდ უნდა შევეგუოთ ამას და მომავლისთვის ძალები ხელახლა მოვიკრიბოთ“, - ამბობს იასინ ბუნუ.
საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალისთვის კალიფორნიაში გაემგზავრება. მისი მეტოქის ვინაობა კი 10 ივლისს ლოს ანჯელესში ინგელვუდის სტადიონზე გაირკვევა, სადაც მუნდიალის კიდევ ერთ-ერთი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება.
