კატეგორიები

მაკრონი მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერების კომენტარებს სულელურს უწოდებს

მაკრონი მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერების კომენტარებს სულელურს უწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უცხოელი ლიდერები გააკრიტიკა, რომლებიც საფრანგეთში არსებულ დაძაბულ სოციალურ ვითარებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპისკენ მიმართულ აშკარა მინიშნებაში მაკრონმა ახსენა პირები ატლანტის ოკეანის გაღმა და ისინი საარჩევნო სარგებლის მიღების მიზნით დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„რაც შეეხება უშუალოდ მომხდარ მოვლენებს, აქ უცხოური ჩარევის ნიშნები არ ჩანს. თუმცა, მოვლენების განვითარების პარალელურად, ნამდვილად შეიმჩნევა ძალების მხრიდან ინფორმაციით მანიპულირება. შედეგად, გაკეთდა ისეთი კომენტარები, მათ შორის უცხოელი ლიდერების მხრიდანაც, რომლებიც არა მხოლოდ მიუღებელი, არამედ სრულიად სულელურია. მაგალითად, ვიხილეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოსახულებები, რომლებიც ასახავდნენ ისეთ სცენებს, რომლებიც საფრანგეთში რეალურად არ მომხდარა. ასევე, გავრცელდა განცხადებები, თითქოს საფრანგეთს მიგრანტებისა და ისლამისტების ბრბო შემოესია, რაც ასევე სრული სიცრუეა“. - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

ცხოვრების გაძვირებასთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა საფრანგეთში მასობრივი არეულობა და ძარცვა გამოიწვია. ტრამპმა ეს ძალადობრივი მოვლენები საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისთვის გამოიყენა და განაცხადა, რომ არეულობაზე პასუხისმგებლობა მუსლიმ მიგრანტებს ეკისრებათ.

„უბრალოდ შეხედეთ, რა ხდება საფრანგეთში, ოდესაღაც დიდებული ერი ახლა დაპყრობილია, ძარცვავენ და ცეცხლის ალში გახვიეს მიგრანტებმა, ჯიჰადისტებმა და კომუნისტებმა, რომლებსაც სძულთ ქრისტიანობა და გულწრფელად, რომ ვთქვათ თავად დასავალური ცივილიზაცია“. - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა უარყო მოსაზრება, თითქოს საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიგრანტები მართავდნენ.

მაკრონმა განაცხადა, რომ 22 ოქტომბერს მინისტრებსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრას გამართავს, რათა განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს. როგორც ცნობილია, საფრანგეთის მთავრობამ აღიარა, რომ გასულ უქმეებზე სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა.

დაკავშირებული ამბები
მაკრონი მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერების კომენტარებს სულელურს უწოდებს პროფკავშირები 5 ნოემბერს მობილიზაციასა და გაფიცვას გეგმავენ