მთავარიკუბიხელოვნური ინტელექტი ფეისბუკჯგუფებში კონფლიქტების დარეგულირებას შეეცდება

ხელოვნური ინტელექტი ფეისბუკჯგუფებში კონფლიქტების დარეგულირებას შეეცდება

სოციალურ ქსელში გამართული საუბრები ხშირად გადაიზრდება ხოლმე კონფლიქტში. ფეისბუკს კი იმედი აქვს, რომ ხელოვნური ინტელექტი ამის გამოსწორებაში დაეხმარება.

ფეისბუკის ადმინისტრაცია ამოწმებს, რამდენად კარგად მუშაობს ახალი ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი მიზნად ისახავს, შეისწავლოს ფეისბუკჯგუფებში შექმნილი კონფლიქტები, ეს კი ჯგუფის ადმინისტრატორს საშუალებას მისცემს, პრობლემა მარტივი გზით გადაჭრას.

ამ განახლების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის ხელმძღვანელობამ საინფორმაციო ბლოგში გამოაქვეყნა, მათ სურთ, დაეხმარონ 70 მილიონამდე ადამიანს, რომლებიც მართავენ სხვადასხვა ჯგუფს პლატფორმაზე.

ფეისბუკის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით მათ სოციალურ ქსელს თვეში ორ მილიარდზე მეტი  მომხმარებელი იყენებს, მათგან ერთ მილიარდზე მეტი ადამიანია ჩართული ჯგუფურ აქტივობაში.

 
ფეისბუკის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტს, როგორ გააგზავნოს ე.წ. კონფლიქტის შესახებ გაფრთხილება. თუ ხელოვნური ინტელექტი დაადგენს, რომ რომელიმე სადავო თემაზე საუბარი დაპირისპირებაში გადადის,  გზავნილი მიუვათ ჯგუფების ადმინისტრატორებს.

[br]ტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიცაა ფეისბუკი და ტვიტერი, უფრო მეტად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც  სიძულვილის ენის გამომხატველ სტატუსებსა და კომენტარებსაც შლის  პერიოდულად.  ეს კი მომხმარებელს უსიამოვნო ინფორმაციის მიღებისგან იცავს.  ჯგუფების ადმინისტრატორებს კი ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება, მოძებნოს და შეაჩეროს კონფლიქტი.

თუ ადმინისტრატორი მიიღებს გაფრთხილებას კონფლიქტის შესახებ, მას შეუძლია, მომხმარებელს დროებით შეუზღუდოს აქტიურობა და არ მისცეს კომენტარის დაწერის საშუალება

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend