მთავარიკუბიმხარდაჭერით შენიღბული დისკრედიტაციის კამპანია ფეისბუკზე

მხარდაჭერით შენიღბული დისკრედიტაციის კამპანია ფეისბუკზე

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ფეისბუკზე უკანასკნელ პერიოდში “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტებისადმი მიმართული დისკრედიტაციის კამპანია გააქტიურდა.

სოციალურ ქსელში უკვე რამდენიმე წელია, არსებობს ყალბი გვერდები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ცდილობენ მომხმარებლის მანიპულაციას. მათ შორის არის რამდენიმე ყალბი მხარდამჭერი გვერდი.

 
თითოეული მათგანი პოლიტიკურ დისკრედიტაციას ემსახურება. ამ გვერდებზე მომხმარებლები შენიღბულად მოქმედებენ, თითქოს ისინი ამა თუ იმ პირისა და იდეის მხარდამჭერები არიან, თუმცა სინამდვილეში მათ წინააღმდეგ აწარმოებენ კამპანიას.

[br]„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, შენიღბული პროპაგანდის ტაქტიკა ქართულ სოციალურ ქსელში პირველად 2017 წელს გამოჩნდა.

ბოლოს მსგავსი ქმედებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოქმედებდა.

როგორც „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო რიჟამაძემ აღნიშნა, ხშირად ყალბი მხარდამჭერი გვერდები ჰიპერბოლიზირებულ ფორმას მიმართავენ და სამიზნე ობიექტს დასცინიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend