მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინმა წლიური ანგარიში წარადგინა, ოპოზიცია კი აქციებისთვის ემზადება

ვლადიმერ პუტინმა წლიური ანგარიში წარადგინა, ოპოზიცია კი აქციებისთვის ემზადება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვაში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დინამიკაზე ისაუბრა.

რუსი ლიდერის თქმით მისი სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინის შექმნა რუსეთის ფედერაციის ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ პოტენციალზე მიუთითებს.

 
“ამ მომენტისათვის ვაქცინაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. მე მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, თვითმმართველობის ორგანოებს მოვუწოდებ ვაქცინაციის საკითხს ყოველდღიურ რეჟიმში მიაქციონ ყურადღება. ვაქცინაცია ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ყველანი პასუხისმგებელნი ვართ. პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ეს არის. კორონავირუსი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ”, – ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

[br]რუსეთის ლიდერის თქმით კორონავირუსის პანდემიამ რუსეთის ფედერაციის დემოგრაფიული მდგომარეობა დაამძიმა. შესაბამისად ამ მიმართულებით მოსახლეობას ზომების მიღების პირობა მისცა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად ახალი ინიციატივებიც წარადგინა.

რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის პარალელურად სამართალდამცველმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ორი თანამებრძოლი დააკავეს.

რუსული ოპოზიცია კვირას , 25 აპრილს, მასშტაბურ საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ალექსეი ნავალნის პოლიტიკური მოკავშირეები დააკავეს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებშიც.

“ვფიქრობ, ეს ყველაფერი მოსახლეობის დაშინების მიზნით ხდება, მე საპროტესტო აქციაზე წასვლის სურვილის გამო დამაკავეს. მიუხედავად ამისა, თქვენ იცით რა უნდა გააკეთოთ – არ შეგეშინდეთ. მე ალექსეი ნავალნის თავისუფლებისათვის პოლიციის მანქანიდანაც ვიბრძოლებ. ალექსი ნავალნი უსაფრთხოდ, თავისუფალი და ცოცხალი უნდა იყოს“, – ლიუბოვ სობოლი, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი.

რუსეთის ფედერაციის შიდა პოლიტიკური კრიზისის პარალელურად უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედრო კრიზისი მძიმდება.

პენტაგონის წარმომადგენელთა განცხადებით უკრაინის საზღვართან 2014 წელთან შედარებით გაცილებით მეტი, 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით მის სახელმწიფოს ომი არ სურს მაგრამ თავდაცვისათვის მზად არის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend