მთავარიევროპაიტალიამარიო დრაგიმ თურქეთის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა

მარიო დრაგიმ თურქეთის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა

მარიო დრაგიმ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გააკრიტიკა და მას დიქტატორი უწოდა. მისი აზრით,  შესაძლოა, განზრახ დაარღვიეს პროტოკოლი, როდესაც ევროკავშირსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის სკამი არ იყო გათვალისწინებული.

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი შეშფოთებას ვერ მალავს იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაყენეს. მისთვის ეს ამბავი მიუღებელი იყო. მარიო დრაგის მიაჩნია, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ამიტომ მან ერდოღანი, როგორც დიქტატორი, ისე მოიხსენია.

თუმცა აღნიშნა, რომ თურქეთთან თანამშრომლობა აუცილებელია და ისიც მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გულწრფელად შეძლოს თავისი ხედვებისა თუ აზრების გამოხატვა.

თურქეთში კი აცხადებენ, რომ შეხვედრის დროს ევროკავშირის პროტოკოლის ნორმები დაცული იყო. ამავდროულად, ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, იტალიის ელჩი დაიბარეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა „დანიშნული“ პრემიერ-მინისტრი დრაგი, რადგან მან „არჩეულ“ პრეზიდენტს ერდოღანს დიქტატორი უწოდა.

ერდოღანი ინციდენტის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა , გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთმა ცოტა ხნის წინ დატოვა სტამბულის კონვენცია, საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ოჯახში ძალადობის აღკვეთას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend