მთავარისაქართველორა შემთხვევაში შეუჩერებს ევროკავშირი საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს

რა შემთხვევაში შეუჩერებს ევროკავშირი საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს

ევროკავშირი საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს არ გამოყოფს, სანამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად არ დაიხვეწება.

ასეთია ევროკავშირის დათქმა, რომელსაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი ავრცელებს. „უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მქონე მოსამართლეებით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა ასევე არის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა საქართველოსთვის“, – ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend