მთავარი სპორტი ბურაკ ილმაზის გოლები და თურქეთის გამარჯვება ნიდერლანდებთან

ბურაკ ილმაზის გოლები და თურქეთის გამარჯვება ნიდერლანდებთან

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ევროპაში თურქეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა თურქების გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

მატჩის მთავარი გმირი თურქეთის ნაკრების კაპიტანი, ბურაკ ილმაზი იყო რომელმაც ნიდერლანდების კარში სამი გოლი გაიტანა. ერთი გოლი ჰაკან ჩალჰანოღლუს ანგარიშზეა, ნიდერლანდებიდან კი თავი დეივი კლაასენმა და ლუუკ დე იონგმა გამოიჩინეს.

G ჯგუფში თურქეთისა და ჰოლანდიის გარდა, ნორვეგიის, მონტენეგროს, ლატვიისა და გიბრალტარის ნაკრებები არიან.

ნორვეგიამ გიბრალტარს სამი უპასუხო გოლი გაუტანა, მონტენეგრომ კი ლატვია 2:1 დაამარცხა.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები