კატეგორიები

დანიაში მჭედლები ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ვიკინგურ ღუზას ქმნიან

დანიაში მჭედლები ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ვიკინგურ ღუზას ქმნიან
ჩაქუჩის ცხელ რკინაზე დარტყმის ხმა ვიკინგების ეპოქას აცოცხლებს. დანიაში მჭედლები ტრადიციული ტექნიკის გამოყენებით ვიკინგურ ღუზას ხელახლა ქმნიან.

„ჩვენ პატარა ვიკინგურ ღუზას ვაჭედებთ და ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც იდენტურია იმ დროს გამოყენებული ტექნიკისა. ეს ტექნიკა განისაზღვრა რენტგენოგრაფიითა და სხვადასხვა ანალიზით. მასალა, რომელსაც ვიყენებთ, ცნობილია, როგორც „ბლუმერის რკინა“. ასე რომ, ეს არის მასალა, რომელსაც ისინიც იყენებდნენ“. - აცხადებს დიდი ბრიტანეთის მჭედლობის ეროვნული სკოლის წარმომადგენელი, როუენ ტეილორი.

დიზაინი ადრეული შუა საუკუნეების ღუზების რენტგენის მიხედვითაა შექმნილი. რენტგენი აჩვენებს, თუ როგორ იყო შედუღებული და ერთმანეთზე დამაგრებული რკინის სხვადასხვა ნაჭერი. ახლა  ამ დეტალების აღდგენას ცდილობენ მჭედლები.

„საქმე არ არის ფოლადში, რომელიც სადღაც ფოლადის ქარხანაში დამზადდა. ეს არის რკინა, რომელიც დნობის შედეგად იქნა მიღებული. ამიტომ ყველაფერი, ჩვენ მიერ გამოყენებული საწვავიც კი  გაცილებით ისტორიულია, თუნდაც ის ადგილმდებარეობა, სადაც ვიმყოფებით“. - ამბობს დიდი ბრიტანეთის ეროვნული მჭედლობის სკოლის ტექნიკოსი, ერნესტას იაკუბაუსკასი.

სამუშაოები მიმდინარეობს აგერსბორგში, რომელიც დანიის ვიკინგების ეპოქის ყველაზე დიდი ციხესიმაგრეა. ის  დააახლებით 980 წელს აშენდა და მდებარეობდა სტრატეგიულ ადგილას, რომელიც ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებს აკავშირდებდა.

„არ არის საჭირო დიდი ფანტაზია, რომ წარმოიდგინოთ ვიკინგების გემები, რომლებიც აქ მოდიოდნენ და მიცურავდნენ და შესაძლოა ცდილობდნენ, რამე ადგილის დაპყრობას, ინგლისში ან ირლანდიაში ან იმ ადგილების დაკავებას, რომელთა დარბევაც სურდაც“, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, ირენს ოლესენი.

მჭედლებისთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ უძველესი ნივთის დამზადება. ეს არის იმ ცოდნის გააზრება, რომელიც ვიკინგების ოსტატობის საფუძველს ქმნიდა.

დაკავშირებული ამბები
დანიაში მჭედლები ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ვიკინგურ ღუზას ქმნიან ჯადოქრები, გობელენები და ჭერში დაკიდებული ცხენი - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში