კატეგორიები

დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით ლონდონის ბოლო გადაწყვეტილებას კიდევ 8 ქვეყანა მიესალმა

დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით ლონდონის ბოლო გადაწყვეტილებას კიდევ 8 ქვეყანა მიესალმა
11 დასავლური სახელმწიფოს შემდეგ დიდი ბრიტანეთის ბოლო გადაწყვეტილებას სხვა რეგიონებიც მიესალმნენ. თურქეთი, ეგვიპტე, ინდონეზია, იორდანია, პაკისტანი, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები იწონებენ ლონდონის გადაწყვეტილებას აკრძალვა დაუწესონ დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ისრაელელი მოსახლეების მიერ ნაწარმოები პროდუქტების იმპორტს.

ერთობლივ განცხადებაში 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები  მიესალმება ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ამ დასახლებების მომსახურების აკრძალვის თაობაზეც. გამოთქვეს იმედი, რომ ეს იქნება ერთგვარი ბიძგი საერთაშორისო საზოგადოებისთის რათა მათაც იგივე ნაბიჯები გადადგან, კერძოდ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისრონ იმ ორგანიზატორებსა და ინდივიდებს, რომლებიც არალეგალურ დასახლებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში არიან ჩართულნი. მინისტრები მოუწოდებენ ისრაელს აღკვეთოს პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიების გეოგრაფიული და დემოგრაფიული შეცვლის პროცესი.

საგულისხმოა,რომ დიდი ბრიტანეთის ახალი მთავრობის გუშინდელ გადაწყვეტილებას ისრაელმა საპასუხო ზომებით უპასუხა, უკვე დახურა აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ბრიტანეთის გენერალური საკონსულო. ასევე აშშ-ის მეთაურობით მოქმედი ღაზის საკოორდინაციო ცენტრიდან ბრიტანელი თანამშრომლები გაიყვანა და ბრიტანეთის 12 მოქალაქეს, მათ შორის მმართველი ლეიბორისტული პარტიის კანონმდებლებს, ქვეყანაში ვიზიტი აუკრძალა.  

ისრაელის მთავრობამ გასულ თვეს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით 1200 საცხოვრებელი ერთეულის მშენებლობისთვის ტენდერები გამოაცხადა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მხრიდან ფართო კრიტიკა მოჰყვა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს დასახლებების მშენებლობას, რაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონოდ მიიჩნევა. 

ამის ხელშეშლისთის ბრიტანეთის მიერ მიღებულ ზომას გუშინ მხარი დაუჭირეს კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, დანიამ, ფინეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და შვედეთმა.

დაკავშირებული ამბები
დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით ლონდონის ბოლო გადაწყვეტილებას კიდევ 8 ქვეყანა მიესალმა მარკო რუბიოს პერუში პროტესტით დახვდნენ