კატეგორიები

მერცი ულტრამემარჯვენე პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის” ეთნიკური წმენდის წახალისებაში ადანაშაულებს

მერცი ულტრამემარჯვენე პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის” ეთნიკური წმენდის წახალისებაში ადანაშაულებს
9 სექტემბერს, საქსონია-ანჰალტში გამართულ არჩევნებში  ულტრამემარჯვენეების დამაჯერებელი გამარჯვებიდან სამი დღის შემდეგ, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და AfD-ის თანათავმჯდომარე ალის ვაიდელს შორის პარლამენტში ცხარე კამათი გაიმართა. ვაიდელმა დებატები გახსნა და განაცხადა, რომ მერცის კოალიციის დღეები დასრულდა.

„საქსონია-ანჰალტში ხალხმა არა მხოლოდ დაგსაჯათ, არამედ გაანადგურა თქვენი პარტია. მეკლენბურგ-წინა პომერანიაში თქვენ უკვე უმცირესობაში ხართ. ფედერალურ დონეზე, სამართლიანადაც, ამ გზაზე ხართ. თქვენ ვერ გაიგეთ ის გზავნილი, რომელიც საქსონია-ანჰალტის ამომრჩევლებმა კვირას გაცნობეს, მაგრამ ეს არ არის რელევანტური, რადგან თქვენი დრო ისედაც ამოიწურა. მოქალაქეებს პოლიტიკის შეცვლა სურთ და ისინი ამას მიიღებენ“. - აცხადებს პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის თანათავმჯდომარე, ალის ვაიდელი.

ფრიდრიხ მერცმა კი უპასუხა, რომ AfD-ის შედეგები ამ არჩევნებში მართლაც შესანიშნავი იყო, მაგრამ აღნიშნა, რომ პარტიამ ვერ მოიპოვა საქსონია-ანჰალტში მმართველობისთვის საჭირო აბსოლუტური უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა მთავრობამ მიგრაციული პოლიტიკა გაამკაცრა, AfD-ის ხედვა და გეგმები მიგრაციულ პოლტიკასთან დაკავშირებით მაინც გააკრიტიკა.

„ამ პოლიტიკით გერმანიაში უმრავლესობას ვერსად მოიპოვებთ. თქვენ ხართ და რჩებით, ქალბატონო ვაიდელ, დამანგრეველი ძალა. და თუ ის, რასაც აქ ემხრობით, ახდება - კერძოდ, „რეიმიგრაცია“, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ეთნიკური წმენდა, რომელიც დაფუძნებულია პროფესიაზე, კანის ფერსა და წარმომავლობაზე -  სხვა არაფერი იქნება. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა „რეიმიგრაცია“ მხოლოდ წარმოშობასა და კანის ფერზე დაფუძნებული ეთნიკური წმენდის სინონიმია“. - განაცხადა გერმანიის კაცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

 პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აღზევებამ ის  ადამიანები შეაშფოთა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გერმანიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია,  ნაცისტური წარსული გამოისყიდოს.

6 სექტემბერს გამართულ არჩევნებში „AfD“-მ ხმების თითქმის 44 პროცენტი მიიღო, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა კი - 17 პროცენტი,  რაც მერცის პარტიას ამ თვეში კიდევ ორი ​​რეგიონული არჩევნების წინ მზარდი ზეწოლის ქვეშ აქცევს.

დაკავშირებული ამბები
მერცი ულტრამემარჯვენე პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის” ეთნიკური წმენდის წახალისებაში ადანაშაულებს „უმძიმესი მარცხი ათწლეულების განმავლობაში“ - ფრიდრიხ მერცი საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგებს აღიარებს