დასაკეცი სმარტფონი Apple-სგან უკვე რეალობად არის ქცეული. ამერიკულმა ტექნოგიგანმტა კომპანიამ წარადგინა მოწყობილობა სახელწოდებით Duo, რომელსაც მომხმარებლები ასე დიდხანს ელოდნენ.
Apple-ის გენერალური დირექტორის რანგში ჯონ ტერნუსისთვის პირველი პრეზენტაცია ინოვაციებით სავსე აღმოჩნდა. აუდიტორიისადმი მიმართვაში მან არაერთხელ მოიყვანა მაგალითად სტივ ჯობსის სიტყვები, ხოლო დასაკეცი სმარტფონის ეკრანს უწოდა „iPhone-ების ისტორიაში ყველაზე დიდი, რომელიც, ამავდროულად, ჯიბეში მაინც ეტევა“.
Duo-ს მოწყობილობის ეკრანის გაყოფა ორ ნაწილად შეიძლება, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ერთდროულად გამოიყენოს სხვადასხვა აპლიკაცია ან ერთი და იმავე ვებგვერდის ორი სხვადასხვა ფანჯარა.
Apple-სთვის ინოვაციური პროდუქტის ძირითადი მახასიათებლებიც მას ბაზარზე უკვე არსებული მსგავსი მოწყობილობებისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს.
როგორც ტექნოგიგანტი კომპანიის პრეზენტაციაზე გაირკვა, სმარტფონს აქვს ტიტანის დასაკეცი კორპუსი, წინა და უკანა დამცავი შუშით, მცირე ზომის გარე ეკრანი დაკეცილ მდგომარეობაში გამოყენებისთვისაა, ხოლო დიდი შიდა ეკრანი გაშლილ მდგომარეობაში მოხმარებისთვისაცაა გამოყენებადი. მოწყობილობას აქვს სპეციალური სტანდარტები მტვრისა და წყლისგან დასაცავად.
მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია Apple-ის მიერვე წარმოებული ელექტროფანქრით (Apple Pencil), რაც მუშაობას კიდევ უფრო მეტად ამარტივებს, თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უკავშირდება მოწყობილობის განბლოკვის საკითხს - უკვე ტრადიციადქცეული სახის ამომცნობი სისტემის დამონტაჟება ადგილის სიმწირის გამო ვერ მოხერხდა, ამიტომ დეველოპერებმა გადაწყვიტეს, დაბრუნებოდნენ თითის ანაბეჭდის სისტემას და ის ჩართვის ღილაკში ჩააშენეს.
გაუმჯობესებულია ბატარეის მუშაობაც - გარე ეკრანზე ვიდეოს ყურებისას ენერგია დაახლოებით 44 საათს ძლებს, თუმცა ორივე ეკრანის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 24 საათამდე მცირდება.
ღონისძიებაზე კომპანიამ წარადგინა iPhone 18 Pro და Pro Max-ი, რომლებიც წინა მოდელებს გრაფიკული პროცესორის სიმძლავრითა და მეხსიერების გამტარუნარიანობის მაჩვენებლებით ბევრად აღემატება.
ვიდეოს რეჟიმში ახალი iPhone-ის ბატარეა 45 საათს ძლებს - ეს კი Apple-სთვის ნამდვილი ინოვაციაა, რადგან მოქნილი ოპერაციული სისტემის, კამერის შესაძლებლობების, დიზაინისა თუ სისწრაფის მხრივ არსებული სიკეთეებისა და სხვებისგან გამორჩეულობის მიუხედავად, ბატარეა ყოველთვის უკმაყოფილებას იწვევდა მომხმარებლებს შორის.
მომხმარებლები ასევე ელიან ახალ ოპერაციულ სისტემას - iOS 27-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კომპონენტების დახმარებით, ბევრ ახალ შესაძლებლობას ქმნის. ამჟამად ხელმისაწვდომია დეველოპერული ვერსია, საბოლოო ვერსიები კი მსოფლიო რეგიონების მიხედვით, თვის ბოლოსთვის გამოვა.
