მთავარისპორტიგოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა-ქართველი ცენტრის სადებიუტო მატჩი მიმდინარე სეზონში

გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა-ქართველი ცენტრის სადებიუტო მატჩი მიმდინარე სეზონში

 

საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ ცენტრმა გოგა ბითაძემ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მატჩში ითამაშა. ტრავმის შემდეგ, ბითაძე პარკეტზე ოფიციალურ შეხვედრაში პირველად გამოვიდა.

„ინდიანა“ ენბიეის ერთ-ერთ ფავორიტთან, „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ დამარცხდა. კალიფორნიელებმა 129:96 მოიგეს.

ბითაძემ მიმდინარე სეზონის სადებიუტო მატჩში პარკეტზე 16 წუთი გაატარა. ახალგაზრდა ცენტრის ანგარიშზე 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაა.

„კლიპერსს“ პოლ ჯორჯმა ულიდერა. ფორვარდმა 20 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. კარგი შეხვედრა ჰქონდა კავაი ლეონარდს (17 ქულა), ლუკ კენარდს (20 ქულა) და მარკუს მორისს (20 ქულა). „ინდიანას“ რიგებში კი 23 ქულით გამორჩეული იყო დაგ მაკდერმოტი. დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლი (19 ქულა, 14 მოხსნა) მოაგროვა.

„ინდიანას“ 8 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ კი 10 მოგება და 4 წაგება მოუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ „პეისერსს“ ტრავმის გამო, ძირითადი შემადგენლობის ცენტრი მაილს ტერნერი ვერ ეხმარება, რის გამოც გოგა ბითაძე, სავარაუდოდ, ჩვეულებრივზე მეტ სათამაშო დროს მიიღებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend