მთავარიCOVID-19ბერლინის ვირტუალური ტური

ბერლინის ვირტუალური ტური

ავტორი: არჩილ მდინარაძე

წლის მიწურულს, როგორც წესი, უამრავი ადამიანი მომავალი წლის სამოგზაურო გეგმებს აწყობს. მაგრამ ამჟამად მილიონობით ადამიანი კარანტინშია და თავისუფლად ვერ დადის. მაგრამ ბერლინში არსებობს ტური, რომლის მეშვეობითაც  ბერლინი თავად მიდის მსურველებთან.

დაბადების დღეები, ქორწილები… ცოტა რამ დარჩა, რაც პანდემიის დროს ონლაინრეჟიმში არ ჩატარებულა.

ახლა, როდესაც მოგზაურობა კვლავ შეზღუდულია, ბერლინის ტურის გიდი ჯერემი მინსბერგი გერმანიის დედაქალაქის ვირტუალურ ტურს ხელმძღვანელობს.

მინსბერგი აცხადებს, რომ როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ადამიანები, ფაქტობრივად, სახლში გამოკეტეს, გადაწყვიტა, რომ  ბერლინი მსურველებისთვის სახლში “მიეტანა”.

ვიდეოზარის მეშვეობით მნახველებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ბერლინის ორ საათიან ტურში და დაათვალიერონ ყველაფერი – მესამე რაიხიდან დაწყებული ცივი ომით, ებრაელებისა და ლგბტ-თა ისტორიით დამთავრებული.

საერთო ჯამში, წელს მარტიდან აგვისტომდე გერმანიაში ტურიზმის ინდუსტრიამ 46 მილიარდი ევროს ზარალი ნახა. თუმცა არც ერთი ტურისტული რეგიონი ისე არ დაზარალებულა, როგორც ბერლინი.

მართალია, ვიდეოტურები სასტუმროებსა და რესტორნებს ვერ შეავსებს, თუმცა კარანტინის დროს პატარა თავგადასავალს მაინც სთავაზობს მსურველს.

ასეთი ვიზიტები ძალიან პოპულარულია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, საიდანც ერთდროულად 20-დან 30-მდე ადამიანი ერთვება ხოლმე. ჯერემი იმედოვნებს, რომ ტურებს პანდემიის შემდეგაც შესთავაზებს  ისეთ ხალხს, ვინც ასაკისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის გამო მოგზაურობას ვერ ახერხებს. მანამდე კი გიდებისა და ტურისტებისთვის ვირტუალური სამყარო დროებითი გამოსავალი იქნება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend