მთავარიCOVID-19ევროპა საშობაოდ ემზადება

ევროპა საშობაოდ ემზადება

2020 წელი დასასრულს უახლოვდება და პანდემიის მიუხედავად, ევროპა  საშობაოდ ემზადება.

იტალიის მოსახლეობა მოახლოებული შობის დღესასწაულისათვის სახლებს ლამაზად რთავს,  საჩუქრებისთვის კი, ცდილობს ამჯერად ცოტა დახარჯოს.

მომხმარებლებს შორის სოციალური დისტანციის დაცვა რომ შეძლონ, მაღაზიებს სამუშაო საათები გაუხანგრძლივეს. ამის სანაცვლოდ, მაღაზიამ ბევრი მომხმარებლი ერთდროულად არ უნდა შეუშვას.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ქუჩები და პარკები უკვე მორთულია საშობაო დეკორაციებით, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების  გამო,  რომლებიც ხალხმრავლობის პრევენციას გულსიხმობს, სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი ცარიელია.

ხორვატიაში გასული კვირების განმავლობაში კოვიდინფექციის შემთხვევები უწყვეტად იზრდებოდა. ინფიცირებულებს შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც კი აღმოჩნდა.

მოახლოებული საშობაო და საახალწლო დღესასწაულებისათვის მზადება მოსკოვმაც დაიწყო. ვირუსის გავრცელების კუთხით რუსეთის დედაქალაქში მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ხელისუფლებას ახალი საკარანტინო ზომების გეგმა ჯერ არ წარუდგენია. ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც კლუბების, ბარებისა და რესტორნების მუშობას საღამოს 11 საათის შემდეგ კრძალავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend