მთავარიCOVID-19ვაქცინის შექმნამდე დანია წაულებს ანადგურებს

ვაქცინის შექმნამდე დანია წაულებს ანადგურებს

წაულების ტყავის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა დანია კორონავირუსის ვაქცინის შექმნამდე  17 მილიონი წაულის  დახოცვას აპირებს, რადგან ვირუსმა მუტაცია ჯერ წაულებში განიცადა,  შემდეგ კი ადამიანებზე გავრცელდა. მუტაციაგავლილამ ვირუსმა კი შესაძლოა ვაცქინას საფრთხე შეუქმნას. 

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ოთხშაბათს კოპენჰაგენში  ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დანიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ იუტლანდიაში კორონავირუსის ის სახეობა, რომელმაც მუტაცია განიცადა, უკვე თორმეტ ადამიანში აღმოაჩინეს.

ვარაუდობენ, რომ მუტაციაგამოვლილი ვირუსი ვაქცინას საფრთხეს შეუქმნის. ასევე შესაძლოა, ვირუსის ახალი ფორმა როგორც დანიაში, ასევე მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.

დანია წაულების ტყავის უდიდესი მწარმოებელია. ქვეყანაში ამ ცხოველების 1139 ფერმაა. დანიის მთავრობა აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევა უკვე 200-ზე მეტ ფერმაში გამოვლინდა. 67 ფერმაში წაულები მთლიანად დახოცეს.

წაულების მეპატრონეებს კომპენსაციას გადაუხდიან. ცხოველების ბეწვისგან ქურთუკებს ამზადებენ, ამიტომაც მათზე დიდი მოთხოვნაა.

კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, ივნისში, წაულების დაიფინცირების შემთხვევები ნიდერლანდებშიც გამოვლინდა.  ამიტომ ნიდერლანდების მთავრობამ იმ  ბეწვიანი ცხოველების დახოცვა გადაწყვიტა, რომლებიც ფერმაში ინფიცირებულ ცხოველებთან ერთად  ბინადრობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend