მთავარიმსოფლიოპოლონეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

პოლონეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

უკვე კვირაზე მეტია, პოლონეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები დედაქალაქ ვარშავის სახელმწიფო ტელევიზიის შენობის წინ შეიკრიბნენ.

ხალხის შეშფოთება პოლონეთის ახალმა კანონმა გამოიწვია, რომელიც აბორტის თითქმის სრულ აკრძალვას გულისხმობს.

მათ ყუარდღება არ მიაქციეს პრემიერ-მინისტრის მიმართვას, რომელიც  შინ დარჩენისკენ მოუწოდებდა, რადგან კორონავირუსის ახალი ტალღის გამო, ქვეყანაში შეზღუდვებია დაწესებული.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეკი ამბობს, რომ დავა დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს. თუმცა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მხარი დემონსტრანტებს დაუჭირა.

ქალთა უფლებების დამცველებმა პარასკევ საღამოს ვარშავაში უზარმაზარი მსვლელობა დაგეგმეს. გარდა მსვლელობისა, უახლოეს ორ კვირაში აქციის მონაწილეები გეგმავენ, მასობრივი პროტესტის სხვა ხერხებსაც მიმართონ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend