ღაზის სექტორში განადგურებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის, სამედიცინო აღჭურვილობისა და მარაგების დეფიციტის გამო, სულ უფრო მეტად მძიმდება ჯანდაცვის თვალსაზრისით ისედაც კრიტიკული ვითარება.
უამრავი პაციენტი სასიცოცხლო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში სამედიცინო ევაკუაციის დაუყოვნებლივ გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის 28 ნოემბრამდე სამედიცინო ევაკუაციის მოლოდინში 1 092 პაციენტი დაიღუპა თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ღაზის სექტორში სამედიცინო სისტემის ჩამოშლის ფონზე, უფრო მეტად უარესდება ჯანდაცვის კრიზისი.
ქალაქ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში, რვა თვის სამა აბუ აჯა თირკმლის მწვავე უკმარისობით იტანჯება. როგორც მისი დედა, ბალკის აბუ აჯა ამბობს, ადგილზე საჭირო მკურნალობა შეუძლებელია.
გადასასვლელები დაკეტრილია, სამედიცინო მარაგი მწირია, არც შესაბამისი აღჭურვილობა არ არის, რომ შვილი გადაარჩინოს. მისი მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. მისი თქმით, ოჯახმა მიიღო სასწრაფო სამედიცინო მიმართვა ღაზის სექტორის გარეთ მკურნალობისთვის, მაგრამ ჯერ ისევ ელოდებიან. თუმცა დრო არ იცდის.
The ceasefire has created space for recovery, but it has not erased the damage of two years of conflict.
Only 50% of #Gaza‘s health facilities are partially functional and many have been damaged during the conflict https://t.co/ETMYpU6G9n pic.twitter.com/tEqwbQNuNZ
— World Health Organization (WHO) (@WHO) December 19, 2025
„ჩემი ქალიშვილი ავადაა, მას თირკმლის უკმარისობა აქვს. გადასასვლელები დაკეტილია და სამედიცინო მარაგი მწირია. სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ჩემს გოგოს გადარჩენაში დაეხმარებოდა, არ არის ხელმისაწვდომი. ის 20 დღეა ამ მდგომარეობაშია; უკვე დაიღალა, მე კი ყოველდღე აქ მოვდივარ მასთან. მეშინია მისი დაკარგვის, რადგან მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი. ჩვენ დავასრულეთ ღაზის სექტორის გარეთ მისი სამკურნალოდ გადასაყვანად საჭირო პროცედურები, მაგრამ ჯერჯერობით საქმე არ დაძრულა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასწრაფო სამედიცინო მიმართვა მივიღეთ. ამ მომენტამდე ჩვენ ისევ ველოდებით. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, სისხლში ცვლილებებია, თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელიც იმატებს“, – აცხადებს პაციენტის დედა რიფაატ ჯუნდია.
ექიმმა რიფაატ ჯუნდიამ ალ-შიფას საავადმყოფოს პედიატრიული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების შემოწმებისას განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულესია. მან სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალისა და აუცილებელი აღჭურვილობის მწვავე დეფიციტზე ისაუბრა.
მისი თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სასწრაფოდ ესაჭიროებათ მობილური რენტგენის აპარატი, რადგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული ბავშვების სხვა შენობაში საჭირო პროცედურებისთვის გადაყვანა მათ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
„ღაზის სექტორში სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი რაოდენობისა და სამედიცინო მარაგების მწვავე დეფიციტის გამო ჯანდაცვის სისტემა ურთულეს მდგომარეობაშია. მაგალითად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სასწრაფოდ გვჭირდება მობილური რენტგენის აპარატი, რადგან რთულია მძიმე პაციენტების სხვა შენობაში, რადიოლოგიის განყოფილებაში გადაყვანა“, – აცხადებს ექიმი რიფაატ ჯუნდია.
2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და პარტნიორებმა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე 10 600-ზე მეტი პაციენტი გაიყვანეს ღაზიდან, მათ შორისა
5 600-ზე მეტი ბავშვი იყო, რომელთაგან თითოეულს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მკურნალობა ესაჭიროებოდა. თუმცა, ღაზაში კიდევ ბევრი ასეთი პაციენტი რჩება, რომლებიც შესაბამისი ჯანდაცვის მისაღებად ევაკუაციას ელოდებიან.
ჯანმო-ს თქმით, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის 28 ნოემბრამდე სამედიცინო ევაკუაციის მოლოდინში 1,092 პაციენტი გარდაიცვალა. თუმცა, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, არასრულია.
ჯანმო მოუწოდებს მეტ ქვეყანას, გაუღონ კარი ღაზიდან პაციენტებს და დაეხმარონ მათ სამედიცინო ევაკუაციაში დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში.

