კატეგორიები

ევროკომისიაზე მიმდინარე კიბერთავდასხმის უკან სავარაუდოდ, ჩინელი ჰაკერები დგანან

ევროკომისიაზე მიმდინარე კიბერთავდასხმის უკან სავარაუდოდ, ჩინელი ჰაკერები დგანან

ევროკომისიაში ვარაუდობენ, რომ მასშტაბური კიბერშეტევა, რომელიც კვლავ ვრცელდება მის IT სისტემებში, ჩინეთის მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ არის განხორციელებული. ამის შესახებ ევრონიუსს ორმა წყარომ აცნობა.

ევროკომისია ეჭვმიტანილებს პირობითად პანდად მოიხსენიებს. კიბერუსაფრთხოების სფეროში ცხოველების სახელებს ხშირად იყენებენ იმისათვის, რომ კიბერდამნაშავეები მათ სახელმწიფო სპონსორებთან, ამ შემთხვევაში, ჩინეთთან, დააკავშირონ.

შეტევიდან, რომელიც 22 ოქტომბერს დაიწყო,  უკვე ერთი თვე გავიდა, თუმცა ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს ჯერ კიდევ არ აღმოუფხვრია საფრთხე სრულად. შედეგად, გასულ უქმეებზე EU Academy-ის ვებგვერდის გათიშვაც კი მოუწიათ.

„ამ ინციდენტის შედეგად EU Academy-ის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები გავრცელდა. დღეს, EU Academy-ის ვებგვერდის მეშვეობით, მომხმარებლებს ვაცნობეთ, რომ შესაბამისი განცხადება საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, მისი ნახვა თავად ვებგვერდზე შეგიძლიათ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მონაცემთა გაჟონვის ზუსტი მასშტაბი ამჟამად შესწავლის პროცესშია. სიფრთხილის ზომის სახით, პლატფორმაზე საჯარო წვდომა შეზღუდულია,  ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზეც ნახავთ.“ - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, თომას რენიემ.

შეტევისას, რომელიც საკმაოდ სერიოზული იყო, გამოყენებული იყო ARTEX-ი. ეს არის ჩინეთში შექმნილი კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს სისტემებში სუსტი წერტილების აღმოსაჩენად, რათა ჰაკერებმა შემდგომში მათი გამოყენება შეძლონ. სწორედ ამიტომ უკავშირებენ ინციდენტს ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებს.

საფრთხის ამჟამინდელი შეფასებით, ჩინეთთან დაკავშირებული ჯგუფის სამიზნე არ ყოფილა კონკრეტული  სისტემები, არც პირები. მათ უფრო ფართო მასშტაბით სურდათ,  შეემოწმებინათ, რამდენად ღრმად შეეძლოთ ევროკომისიის IT ქსელებში შეღწევა.

დაკავშირებული ამბები
სპორტი, საბანკო და კრიპტოსექტორი, „ჩრდილოვანი ფლოტი“ - ევროკავშირის სანქციების 22-ე პაკეტი რუსეთს ევროკომისიაზე მიმდინარე კიბერთავდასხმის უკან სავარაუდოდ, ჩინელი ჰაკერები დგანან