უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 ნოემბერს განაცხადა, რომ ლიბიის პორტ ბენღაზისთან რუსულ გემებზე კიევმა მიიტანა იერიში. ეს ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომისას ეს მორიგი ინციდენტია, რომელიც საომარი მოქმედებების ძირითად ზონის მიღმა მოხდა.
„რუსეთი ომისთვის ორ ხომალდს იყენებდა: „კორვეტს“, რუსული ფლოტის ერთ-ერთ უახლეს გემს, და სატვირთო ხომალდს, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა. იარაღს ის აღარ გადაზიდავს, „კორვეტი“ კი ზღვის ფსკერზეა. ამ შედეგს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი, უკრაინული შეიარაღების, ჩვენი საზღვაო დრონების, მეშვეობით მივაღწიეთ. გვაქვს სადაზვერვო მონაცემები, რომ რუსები ახალ იერიშებს ამზადებენ. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებებს და სიფრთხილე გამოიჩინოთ. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებზეც ჩვენი ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო საზენიტო-სარაკეტო საშუალებების მიწოდებაა დამოკიდებული, ასევე გაითვალისწინონ ეს გაფრთხილებები. ჩვენს განკარგულებაში არსებული „პეტრიოტის“ (Patriot) თითოეული რაკეტა დარტყმაა რუსეთისთვის; დარტყმაა მისი იმ დამოკიდებულებისთვის, რომლითაც ის უგულებელყოფს დიპლომატიასა და ადამიანების სიცოცხლეს. ომი მხოლოდ იმიტომ არ სრულდება, რომ რუსეთს სჯერა, თითქოს მას შეუძლია, კვლავაც გააგრძელოს მკლელობები და განადგურება. ეს უნდა შეწყდეს. რუსეთის ეს ომი უნდა შეჩერდეს. უკრაინას უნდა დავეხმაროთ სიცოცხლის დაცვაში. „პეტრიოტის“ სისტემებისთვის რაკეტები სწორედ აქ, უკრაინაშია, საჭირო და ჩვენ ამერიკისგან შესაბამის გადაწყვეტილებებს მოველით“. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკისმ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გაერომ დრონებით თავდასხმების დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა. უკრაინის ძალები რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებს ფრონტის ხაზიდან შორს აძლიერებენ.
ლიბიაში გაეროს მისიამ თავდასხმებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვა და საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა.
ლიბიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი გადაარჩინეს და საავადმყოფოებში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც უკრაინა დრონებით თავს დაესხა რუსულ გემსა და კიდევ ერთ გემს.
21 ნოემბერს ფრონტის ხაზიდან შორს, აღმოსავლეთ ბალტიის ზღვაში, ფინეთის წყლებთან ახლოს უკრაინამ კიდევ ერთი იერიში მიიტანა რუსეთის სატვირთო გემზე.
ევროპა
მსოფლიო
ბიზნესი
კულტურა
დედამიწა
ინოვაცია
მეტი
კატეგორიები
-
ევროპა
-
მსოფლიო
-
ბიზნესი
-
კულტურა
-
დედამიწა
-
ინოვაცია
-
მეტისერვისებიამინდი
კატეგორიები
ევროპა
ევროპა
მსოფლიო
მსოფლიო
კატეგორიები
აზია
აფრიკა
ამერიკა
ავსტრალია
გადაცემები
პრიზმა
წინანდლის ფესტივალი 2023
Scenes
ოკეანე
European Stories
ბაკურიანი 2023
ბიზნესი
ბიზნესი
კატეგორიები
ტექნოლოგია
საზოგადოება
ფოკუსი
პერსპექტივა
გადაცემები
ნამდვილი ეკონომიკა
ეკონომიკა
ბიზნესპლანეტა
Europe Decoded
მოგზაური
კატარი 365
კულტურა
კულტურა
დედამიწა
მეტი
მეტი
სპეციალური გაშუქება
უკრაინა
რუსეთი
საფრანგეთი
გერმანია
გაერთიანებული სამეფო
იტალია
ესპანეთი
პარტნიორის კონტენტი
დღის ამბები
მთავარი ამბავი
სერვისები
ამინდი