ვიდრე მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ევროპელების ჩართვას ან ეწინააღმდეგება ან მხოლოდ საკუთარი პირობებით თანხმდება, არ წყვეტს იერიშებს უკრაინის ქალაქებზე და ასევე მხილებულია ევროკავშირისა თუ NATO-ს წევრ რამდენიმე ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში, ბრიუსელი მის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებს.
მართალია, კრემლი აცხადებს, რომ სანქციები მისთვის „განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს“, თუმცა თავად ვლადიმერ პუტინსაც რამდენჯერმე საჯაროდ მოუწია რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლის აღიარება. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ის არ აპირებს ბრძანების გაცემას საომარი მოქმედებების შესაჩერებლად და გეგმავს ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ დასახული მიზნების მიღწევამდე ომის დაფინანსებას, თუმცა მაინც მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვისთვის.
კრემლის პოლიტიკას ევროგაერთიანება სანქციებით პასუხობს, რომლებიც ამჯერად მიმართული იქნება დამატებით 60-მდე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გამოთიშვისკენ, ასევე კრიპტოსექტორის, მოსკოვის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, სამხედროებისა და სპორტსმენების წინააღმდეგაც.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბრიუსელი განაგრძობს ახალი სანქციების წარდგენას, ვიდრე რუსეთი არ გამოავლენს ნამდვილ მზაობას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.
**„60-ვე ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გაითიშება, ხოლო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ საგადახდო ქსელებზე კონტროლს გავამკაცრებთ. ჩვენი ყურადღება გამახვილდება არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ იმ მესამე ქვეყნებზეც, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.**
**ეს ჩვენი ახალი სანქციების პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაც გვსურს. სწორედ ამიტომ, ამ სამუშაოს მხარდასაჭერად კრიპტოსანქციების სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შევქმენით.**
**მეორე საკითხი - რუსეთის ენერგეტიკული სექტორი.**
**ვაფართოებთ ენერგეტიკული მომსახურების აკრძალვას, რათა არცერთ ევროპულ კომპანიას აღარ შეეძლოს რუსეთისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, მშენებლობაში, ექსპლუატაციასა თუ შეკეთებაში დახმარების გაწევა. აღსანიშნავია, რომ პირველად ეს აკრძალვა ელექტროენერგეტიკულ მომსახურებასაც მოიცავს.**
**რაც შეეხება რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ - სანქციების სიაში დამატებით 70-ზე მეტ გემს შევიყვანთ. ასევე, გთავაზობთ ყველა იმ ტანკერის აკრძალვას, რომლებიც, მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთთან არიან დაკავშირებული.**
**მესამე საკითხი - სავიზო აკრძალვა რუსეთის ყოფილი მებრძოლებისთვის.**
**ბოლო პერიოდში ევროპაში რუსეთის ოპერატიულ თანამშრომლებთან დაკავშირებული არატრადიციული ხასიათის დესტრუქციული აქტივობები გააქტიურდა. აღნიშნული აკრძალვა ჩვენი საპასუხო ზომების ნაწილია.**
**ყოფილმა რუსმა მებრძოლებმა, შესაძლოა, ევროპისთვის უსაფრთხოების რისკი შექმნან. დაუშვებელია, მათ ჩვენს ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. შესაბამისად, მათთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აიკრძალება.**
**მეოთხე საკითხი: ავკრძალავთ ევროპელებისთვის რუსეთის კომპანიების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას. რუსეთთან ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩვეულ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელება დაუშვებელია.**
**სპორტული ღონისძიებები პროპაგანდისტული საქმიანობის პლატფორმად არ უნდა იქცეს.**
**დღეიდან ევროკავშირში გამართული ნებისმიერი სპორტული ღონისძიების ფარგლებში დავაწესებთ აკრძალვას, რომელიც რუსეთის ნაკრებებსა და სპორტსმენებს რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობას შეუზღუდავს.**
**ასევე, ვთავაზობთ რუსეთის ოფიციალური სიმბოლოების საჯაროდ გამოფენის აკრძალვას. გარდა ამისა, შევზღუდავთ რუსი სპონსორებისგან ევროპაში დაფუძნებული სპორტული და კულტურული ორგანიზაციებისკენ ფინანსურ ნაკადებს და დავაწესებთ შეზღუდვებს იმ რუსი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროპაში დაფუძნებული სპორტული ფედერაციების მმართველ ორგანოებში თანამდებობები უკავიათ.**
**ჩვენი პოზიცია მკაფიოა - უკრაინას ვაძლევთ ძალას, რათა მან მშვიდობის დამყარება შეძლოს, ხოლო რუსეთს ვუტოვებთ ყველა მიზეზს, რომ მშვიდობა აირჩიოს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.**
საგულისხმოა, რომ ამ სიიდან უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება მიმდინარე წლის ივლისში სადავო გახდა, რადგან საფრანგეთი და იტალია შიშობდნენ, რომ ეს ზომა დამატებით ადმინისტრაციულ პრობლემებს შექმნიდა და პასუხისმგებლობას დააკისრებდა საკონსულო სამსახურებს.
თუმცაღა, ევროპულ სახელმწიფოებში მომხდარმა ბოლოდროინდელმა ჰიბრიდულმა თავდასხმებმა, რომელთა უმრავლესობაშიც რუსული სპეცსამსახურები არიან მხილებული, ამ თემას ახალი იმპულსი შესძინა.
განგრძობადი აგრესიის ფარგლებში, ევროპისთვის შეუძლებელი ხდება სპორტისა და კულტურის პოლიტიკისგან გამიჯვნა.
მიმდინარე წლის ივლისში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ლოს-ანჯელესის 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადის წინ შეაჩერა რუსი სპორტსმენებისთვის დაწესებული შეზღუდვები, რამაც ევროპულ კონტინენტზე შეშფოთება გამოიწვია იმ მიზეზით, რომ რუსეთის წარმომადგენლები სპორტულ შეჯიბრებებს კრემლის პროპაგანდისტულ პლატფორმად იყენებენ.
ევროპა
მსოფლიო
ბიზნესი
კულტურა
დედამიწა
ინოვაცია
მეტი
კატეგორიები
-
ევროპა
-
მსოფლიო
-
ბიზნესი
-
კულტურა
-
დედამიწა
-
ინოვაცია
-
მეტისერვისებიამინდი
კატეგორიები
ევროპა
ევროპა
მსოფლიო
მსოფლიო
კატეგორიები
აზია
აფრიკა
ამერიკა
ავსტრალია
გადაცემები
პრიზმა
წინანდლის ფესტივალი 2023
Scenes
ოკეანე
European Stories
ბაკურიანი 2023
ბიზნესი
ბიზნესი
კატეგორიები
ტექნოლოგია
საზოგადოება
ფოკუსი
პერსპექტივა
გადაცემები
ნამდვილი ეკონომიკა
ეკონომიკა
ბიზნესპლანეტა
Europe Decoded
მოგზაური
კატარი 365
კულტურა
კულტურა
დედამიწა
მეტი
მეტი
სპეციალური გაშუქება
უკრაინა
რუსეთი
საფრანგეთი
გერმანია
გაერთიანებული სამეფო
იტალია
ესპანეთი
პარტნიორის კონტენტი
დღის ამბები
მთავარი ამბავი
სერვისები
ამინდი