მთავარიევროპაუკრაინა„უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს“ - ფრიდრიხ მერცი

„უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს“ – ფრიდრიხ მერცი

„უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიების შესახებ შეთანხმება კვლავ მთავარ საკითხად რჩება. როორც ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული სამართლებრივი და მატერიალური გარანტიები ნამდვილად მნიშვნელოვანია.

„უკრაინელი ხალხი ოთხი წლის განმავლობაში იცავს თავის ტერიტორიას  და ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ. ტერიტორიული დათმობების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინას შეუძლია“ – უთხრა გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს. ამავე პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  ტერიტორიის საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს . „არ ვაპირებთ დონბასი რუსეთის ტერიტორიად დე იურედ ან დე ფაქტოდ ვაღიაროთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მედიასთან.

„ის, რაც შეერთებულმა შტატებმა ბერლინში იურიდიული და მატერიალური გარანტიების კუთხით წარადგინა, ნამდვილად შესანიშნავია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა. და მე ამას დადებითად ვაფასებ.

მეორე მხრივ,  მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით,  ცეცხლი უნდა შეწყდეს შეერთებული შტატებისა და ევროპელების მხრიდან მნიშვნელოვანი იურიდიული და მატერიალური უსაფრთხოების გარანტიებით. ეს არის ფართომასშტაბიანი, მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც აქამდე არ გვქონია. ევროპელებიც და ამერიკელებიც მზად არიან, ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსი მექანიზმით უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები.

სწორედ ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია. როგორც აღვნიშნეთ ამერიკულმა მხარემ პოლიტიკურად და იურიდიულადაც აიღო ვალდებულება, რომ ეს შეასრულოს”,  – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

„რა თქმა უნდა, ყველა ასპექტი არ არის მარტივი. არსებობს რთული საკითხები, განსაკუთრებით ის თემები, რომლებიც ტერიტორიებს ეხება. უდავოა, რომ ამ თემას წამოჭრიან. მნიშვნელოვანია, ყველამ ვიმუშაოთ, რათა ასეთი საკითხები სამართლიანი იყოს. ტერიტორიების შესახებ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. გულწრფელად გეტყვით, რომ ჯერჯერობით განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამერიკელმა კოლეგებმა მოისმინეს ჩემი პირადი პოზიცია. და მოხარული ვარ, რომ შევძელი პირადად გადამეცა ეს მათთვის. ზოგიერთი რამ, ჩემი აზრით, დამანგრეველია და ნამდვილად ვერ დაგვეხმარება.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს დოკუმენტების ახალ ვერსიაში ეს საკითხები აღარ არის. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ღირსება ყველაზე მთავარია. დათმობის თემა აღარ არის აქტუალური. მე არ მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რამეს მოითხოვდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მისი სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სწორედ ამიტომ ვიტყოდი ასე: ჩვენ  ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოვისმინეთ რუსეთის ხედვის შესახებ, ანუ ის, რასაც რუსეთი ტერიტორიებთან დაკავშირებით ითხოვს. ეს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნაა. სწორედ ამიტომ შეერთებულ შტატებს ვერაფერს მოვკითხავდი. მე მხოლოდ ვთხოვე ამერიკელ კოლეგებს, რომ ჩვენი პოზიციები გაეცნოთ რუსებისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend