მთავარიევროპაუკრაინაბუნდესვერი დიდი განახლების პროცესში

ბუნდესვერი დიდი განახლების პროცესში

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გააძლიერა ელექტრონული ბრძოლის საფრთხეები მთელ ევროპაში, რადგან კრემლი აქტიურად იყენებს ისეთ ტაქტიკას, როგორიცაა კიბერშეტევა და სიგნალის ჩახშობა. საფრთხეები იზრდება. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო აქტივების დასაცავად საჭიროა ელექტრონული ბრძოლის ძლიერი სისტემები.

ცნობილია, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობებს აუცილებლად განავითარებენ. ბრძოლის თანამედროვე მეთოდებმა აჩვენა, რომ ციფრულ სივრცეში დაცულობის მაღალი მაჩვენებელი უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, როგორც ბუნდესვერში ამბობენ, ის მიმართულებები, რომლებსაც ადრე დიდი ყურადღება არ ეთმობოდა, ახლა აუცილებლად გაძლიერდება.

„წარსულში ამ სფეროს დიდ ყურადღებას არ ვუთმობდით, რის შედეგადაც ამჟამად მხოლოდ ოთხი ბატალიონი გვყავს. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ მომავალში კიდევ ორი დამატებითი ბატალიონის ჩამოყალიბებას, რათა სახმელეთო ძალების მხარდაჭერის პარალელურად, საზღვაო და საჰაერო ძალებსაც ადეკვატურად აღმოვუჩინოთ დახმარება. თქვენთვის ცნობილია, რომ კიბერ და საინფორმაციო სივრცის ძალები უკვე რამდენიმე წელია, შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობად ფუნქციონირებს. ჩვენი ხედვით, საბოლოოდ შევძლებთ ჩვენი ძალების დაცვას ელექტრომაგნიტურ გარემოში“, – ამბობს  ბუნდესვერის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ოფიცერი, პოლკოვნიკი ზონკე მარარენსი.

გერმანიის შეიარაღებულ ძალებში დიდი მოდერნიზაციაა დაწყებული. ბუნდესვერი ახალ შეიარაღებას ყიდულობს და ზრდის ცოცხალი ძალის რიცხოვნობასაც. იმის გამო რომ უკრაინის წინააღმდეგ კრემლი ელექტრონული ბრძოლის მეთოდებს აქტიურად მიმართავს, საფრთხესთან გამკლავების მიზნით ბერლინმა გადაწყვიტა, დაახლოებით 2 მილიარდი ევრო ჩადოს ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობების განვითარებაში.

„უკრაინა ერთგვარი გამოფხიზლება იყო. თავდაპირველად რუსეთი ამ მიმართულებით შედარებით სუსტი ჩანდა, როგორც ამას ჩვენ ვაკვირდებოდით. ამის გამო შეიქმნა სხვა ვითარება. უკრაინამ გაცილებით იაფი საშუალებებით, მაგალითად, დრონებით დიდი ეფექტის მიღება შეძლო. როდესაც რუსეთმა გააცნობიერა, რომ დრონები საბრძოლო მოქმედებების ხასიათს ძირეულად ცვლიდა,  მან მასშტაბურად გამოიყენა ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობები. რუსეთს ხუთი ასეთი ბრიგადა ჰყავს, რომელთაგან ორი ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია განთავსებული, რაც როგორც ჩვენთვის, ისე უკრაინისთვის მნიშვნელოვანია. ისინი ინტენსიურად გამოიყენეს  ბრძოლის ველზე.

უკრაინელი სამხედროების მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ შეცვალა გერმანიის მსოფლმხედველობაც. გენერალურმა ინსპექტორმა ამ მიმართულებას პრიორიტეტი მიანიჭა, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც სპეციალური ფონდის, ისე ბიუჯეტის 14-ე მუხლის გაფართოების გზით. დაახლოებით 1.7 მილიარდი ევრო არის გათვალისწინებული ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობების თანამედროვე დონემდე მისაყვანად. ეს მოიცავს როგორც სრულ აღჭურვას, ისე მომავალზე ორიენტირებულ მიდგომას. თანამედროვე და ეფექტიანი ელექტრონული ბრძოლის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია ისეთი ელემენტებიც, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, მასობრივი მონაცემების ანალიზი და მსგავსი ტექნოლოგიები“, – აღნიშნა ბუნდესვერის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ოფიცერმა, პოლკოვნიკმა ზონკე მარარენსმა.

ცნობილია, რომ გერმანიამ ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობების განვითარების მიზნით ისეთ კომპანიებთან დაამყარა კავშირი, როგორებიცაა Airbus და HENSOLDT. შეთანხმების თანახმად, ორივე კომპანია უზრუნველყოფს კრიტიკულ, პროგრამულ და აპარატურულ განახლებებს, რათა გერმანიის სამხედრო ძალები ეფექტიანი ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობებით აღიჭურვონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend