მთავარიამერიკააშშ„მოკლე ვიდეოები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას" - ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია

„მოკლე ვიდეოები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას” – ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) ახალი კვლევა ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოკლე ვიდეოები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კოგნიტიურ ფუნქციებს.

შედეგები მიუთითებს, რომ ინტერნეტში, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, დაბალი ხარისხის კონტენტის გადაჭარბებული მოხმარება უარყოფითად მოქმედებს როგორც ყურადღების კონცენტრაციაზე, ისე იმ უნარზე, რომელიც ადამიანს იმპულსების შეკავებასა და ქცევის კონტროლში ეხმარება. კვლევა აჩვენებს, რომ რაც უფრო მეტ მოკლე ვიდეოს, ე.წ. „შორთსს“, უყურებს ადამიანი TikTok-ზე, Instagram Reels-ში ან YouTube Shorts-ში, მით უფრო უარესდება მისი ყურადღების ფოკუსირება, ხოლო ყოველდღიური, უფრო ნელი კოგნიტიური ამოცანები, როგორებიცაა კითხვა, სწავლა ან პრობლემების გადაჭრა, უფრო რთული და დამღლელი ხდება. მკვლევართა თქმით, სწრაფი და მაღალი სტიმულაციის მქონე კონტენტის მუდმივი ნახვა ტვინს „აჩვევს“ ძლიერ და მყისიერ სტიმულაციას, რის შედეგადაც რთულ შემეცნებით პროცესებზე გადასვლა უფრო ძნელდება.

გარდა ამისა, კვლევა მიუთითებს, რომ მოკლე ვიდეოების ხშირი მოხმარება აქტივაციას უკეთებს ტვინის იმ სისტემას, რომელიც დამოკიდებულებას განაპირობებს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტორების ერთობლიობამ შეიძლება გამოიწვიოს სოციალური იზოლაციის გაძლიერება, ცხოვრების კმაყოფილების შემცირება, თვითშეფასების პრობლემები, ძილის დარღვევა, შფოთვა და მარტოობის გაძლიერებული განცდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend