კატეგორიები

მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა

მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა

მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა. დავით აკობაძემ განაცხადა, რომ „პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე, მსგავსი სარჩელი არ დაიშვება”…

მზია ამაღლობელის ადვოკატების თქმით, ისინი სარჩელით ითხოვდნენ, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას.

საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედისა” და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ კომენტარს, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა იყო „უცხო ძალების” დაკვეთა და ეს ქმედება პოლიციის დაკნინებას ემსახურებოდა…

სხდომას არ დასწრებია არც თავად ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები