ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ფიქრობს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში წელს არ დასრულდება.
„ორი ქვეყნების ლიდერების ნახვა მოლაპარაკების მაგიდასთან, ყველაზე ადრე, თებერვალში, ან მარტში იქნება შესაძლებელი“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვიზიტის შემდგომ სტუბმა განაცხადა, რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერს შეხვდება. სტუბი დე ვევერთან ბელგიაში შენახული, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ აპირებს საუბარს.
„ვფიქრობ, დიპლომატიაში დროის სწორად შერჩევა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ახლა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის დროა, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. როგორც წესი, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, წელს ამ კონფლიქტის დასრულებას ვერ ვხედავ. დაპირისპირებული ქვეყნების ლიდერების მოლაპარაკებების მაგიდასთან ხილვა ყველაზე ადრე თებერვალში ან მარტში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ევროპელ ლიდერებს – ცალკეული ქმედებები არ უნდა იყოს. სწორედ ამას ცდილობს რუსეთი, ბლოკის დანაწევრებას.
იმედი მაქვს, რომ როდესაც ლიდერები დეკემბერში ევროსაბჭოში შეიკრიბებიან, პოზიტიური გადაწყვეტილებები მოიძებნება. ამ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის დაფინანსება მისი არსებობისა და გადარჩენისთვის ბრძოლაში“, – ამბობს ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.

