კატეგორიები

დასავლეთ კენიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

დასავლეთ კენიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა
კენიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის 25 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. მისივე თქმით, მთავრობამ სამძებრო ოპერაცია გააძლიერა – ძებნაში ჩაერთო ოთხი თვითმფრინავი, რათა მაშველებმა იმ ტერიტორიამდე მისვლა შეძლონ, რომელიც გზების ჩამოშლის გამო ახლა სრულიან მიუვალია.

ძლიერი წვიმები კენიის მთელ ტერიტორიაზე გრძელდება. წყალდიდობამ ათასობით ადამიანს აიძულა სახლის დატოვება.

მთავრობა მოქალაქეებს, რომლებიც წყალდიდობისა ან მეწყრის ზონებში ცხოვრობენ, ადგილიდან გარიდებისკენ მოუწოდებს, რადგან მოსალოდნელია, რომ წვიმები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

კენიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება თვითმფრინავებით გააგრძელებს დახმარების მიწოდებას დაზარალებულთათვის.

მისი თქმით, მთავრობა დაფარავს 30-ზე მეტი დაშავებულის სამედიცინო ხარჯებს და საცხოვრებლით უზრუნველყოფს იმ ათეულობით ოჯახს, რომელთა სახლებიც მეწყერმა გაანადგურა.

Related news
დასავლეთ კენიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა კენიაში სახლის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები