კატეგორიები

აბრეშუმის გზის ფორუმი 2025 – დღე I

აბრეშუმის გზის ფორუმი 2025 – დღე I
ის,რაც ჯერ კიდევ შარშან წარმოუდგენლად გამოიყურებოდა უკვე დღეს რეალობაა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრები თბილისში უკვე შემდგარ მშვიდობაზე საუბრობენ.მას ბაქომ და ერევანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტით სულ ახლახან მიაღწიეს.

სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი რეგიონის მომავალზე, სატრანსპორტო თუ სავაჭრო შესაძლებლობების განბლოკვაზე თბილისში,  აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმზე ერთად საუბრობდნენ.

ფორუმზე, რომელმაც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი სტუმარი შეკრიბა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შუა დერეფანს ახალი შესაძლებლობები გამოუჩნდა.ეს იმიტომ,რომ ყველაფერთან ერთად რეგიონი ტრადიციული სავაჭრო გზების გადალაგების აქტიურ პროცესშია.  კითხვა დღეს სწორედ ასე ჟღერს – თუ რა ინფრასტრუქტურითა და რა ამბიციებით უნდა შეხვდეს ახალ შანსებს რეგიონი – რათა აღმოსავლეთი დასავლეთს, აზია ევროპას დაუკავშიროს.

საქართელოს წინაშე ამჟამად არსებული გამოწვევები მეტწილად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება. იქნება ეს საჰაერო სივრცე, ხმელეთი, რკინიგზა თუ ზღვა. ამ მხრივ კითხვებს აჩენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის ინვესტორთა მოძიების პროცესის გაჭიანურება.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით ამ მხრივ სამობილიზაციო პროცესი დასრულდა,ხოლო მშენებლობის პროცესი მალე დაიწყება.

საორიენტაციო თარიღად 2029 წელი დაასახელეს. 2031 წლისთვისაა ჩაფიქრებული ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, 2033 წელს ასახელებენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ოპერირების დაწყებას, რომელმაც საქართელო ევროპის ენერგოსისტემასთან უნდა დაუკავშიროს –  აზერბაიჯანის,რუმინეთია და უნგრეთის გავლით. ისმის კიტხვა იმის თაობაზეც, აისახა თუ არა თბილისსა და ბრიუსელს შორის გაჩენილი პოლიტიკური კრიზისი პროექტის ტექნიკურ სამუშაოებზე.

“ჩვენ ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეზე ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანებასთან,ასევე ევროკომისიასთან და ენერგეტიკულ დირექტორატთან. შეფერხება არ გვიგრძვნია – ეს არაა მხოლოდ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი ხაზი, ეს რეგიონალური პროექტია. მათთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკის წყაროები ე.წ. მწვანე კორიდორი. 2 დღის წინ მივიღეთ ინფორმაცია,რომ ევროპის გადამცემი სისტეების გაერთიანებამ პროექტი შეიტანა 10 წლიანი განვითარების გეგმაში. ევროკომისიასთან გადაცემული გვაქვს მოთხოვნა, რომ ის აღიარონ შავი ზღვის ინტერესების პროექტად, ეს კი თავის მხრივ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს”, – აღნიშნა საქართელოს სახელმწიფო ელექტრონსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ზვიად გაჩეჩილაძემ.

პარტნიორები,რომლებიც საქართელოსთან ერთად საინვესტიციო პროექტებზე მუშაობენ აღნიშნავენ, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად სტრატეგიული ადგილი უჭირავს, მაგრამ არსებობს გამოწვევები, რომლებზე მუშაობის გარეშეც ქვეყანა რისკავს დაკარგოს უფრო მეტი შესაძლებლობები. ევროპასთან მჭიდრო ინტეგრირება და სასამართლო სისტემის გარდაქმნა ბევრს გამოსავლად ესახება.

“ჩემი გამოცდილებით,  საქართველოში ბიზნესგარემო და საკვანძო პირობები ძალიან მიმზიდველია და ის ფაქტი, რომ ქვეყანაში თითქმის ორჯერ გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, სწორედ ამის დასტურია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხები ჩემი სესაფასებელი არაა, თუმცა, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კომპანიებს, განსაკუთრებით, შვეიცარიულ კომპანიებს, სურთ პროგნოზირებადი და სანდო გარემოს ხილვა. ეს გულისხმობს ხელშესახებ ინფრასტრუქტურაში ოპერირებასა და აგრეთვე ძლიერი სასამართლო სისტემის ქონას. ეს პარამეტრები აბსოლუტურად საკვანძოა. ისიც, რომ გსურთ თანხვედრაში იყოთ ევროკავშირთან და განამტკიცოთ კავშირები ევროპასთან, უდავოდ არის მთავარი კონკურენტული უპირატესობა. გუშინ მე ვიხილე პროტესტი  პარლამენტის შენობის წინ.მოგეხსენებათ შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა –  საბოლოოდ რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ევროკავშირი არის ძალიან ძლიერი ბაზარია, შესაბამისად, ჩემი მოსაზრებით საქართველო-ევროკავშირი ბუნებივი სავაჭრო პარტნიორობაა. ვისურვებდი რომ საქართელო კიდევ უფრო მეტად დაახლოებულიყო ბრიუსელთან და ასევე, საქართველოს სჭირდება სავაჭრო ნაკადების დივერსიფიცირება და ამისთვის გაქვთ ძალიან სტრატეგიული პოზიცია პირდაპირ სამხრეთ კავკასიის გულში”, -ამბობს შვეიცარიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ვინსენტ სუბილია.

“ვხედავ, რომ თქვენ გაქვთ კარგი ეკონომიკური ზრდა, გაქვთ ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა, მუშაობთ სტაბილურ გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ასევე, ვხედავ გარკვეულ გამოწვევებს, რაც შეიძლება წარმოიშვას. ერთ-ერთი მათგანი სტაბილურობას ეხება. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონმა სტაბილურობა შეინარჩუნოს, ასევე  გქონდეთ ყველანაირი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ასევე უნდა კონცენტრირდეთ ამ გზაგამტარების ირგვლივ დამატებითი ღირებულების მქონე სერვისების განვითარებაზე, რადგან სხვაგვარად თქვენ ძალიან დამოკიდებული ხდებით ეკონომიკებზე, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით.ამან კი შეიძლება მომავალში პრობლემები წარმოშვას“,- აღნიშნა ბელგიის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომ ლევერენმა.

თბილისის აბრეშუმის ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, ამჯერად მის ფარგლებში თბილისი  საერთშორისო ფინანსურ ფორუმსაც მასპინძლობს,სადაც ფინტექ ინდუსტრიის კომპანიები იღებენ მონაწილეობას.ფოკუსი  ფინანსური ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე კეთდება, რომელმაც რეგიონის განვითარება უნდა განაპირობოს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები