პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საქართველოში ჟურნალისტების დაპატიმრებას გმობს – ამის შესახებ საგანგებო განცხადება ორგანიზაციამ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
„მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტების – ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაპატიმრებას. ეს აშკარად „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რომელიც საქართველოში დარჩენილ რამდენიმე კრიტიკულ ხმას შორის ერთ-ერთია. მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“ – წერია IPI-ს განცხადებაში.
ქეთა ციცქიშვილი და ვახო სანაია გზის გადაკვეტვის ბრალდებით, 20 და 19 ოქტომბერს დააკავეს. ორივე მათგანს რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ მისჯილი.


