ჯანდაცვის სამინისტროსთან პრესკონფერენცია გამართეს ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას” წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, უკვე ხელმისაწვდომია თანამედროვე და ეფექტური პრეპარატები, თუმცა მათი შეძენა სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეუძლებელია.
დღესვე, 17 ოქტომბერს, მათ შეხვედრა გამართეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრეს გამოწვევებზე, პრობლემებსა და საჭიროებებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, სამინისტროს წარმომადგენლებმა ევრონიუს ჯორჯიას უთხრეს, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება და მსგავსი შეხვედრა უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკშივე იწვევს კუნთების დაზიანებასა და გადაგვარებას.
