მთავარისაქართველოვენეციის კომისია მესამე მხარედ ჩაერთო ევროსასამართლოში „აგენტების კანონის“ საქმეზე

ვენეციის კომისია მესამე მხარედ ჩაერთო ევროსასამართლოში „აგენტების კანონის“ საქმეზე

ვენეციის კომისია „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვაში მესამე მხარედ ჩაერთო და სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოში გასული წლის 13 ნოემბერს დარეგისტრირდა.

2025 წლის 12 აგვისტოს კი სტრასბურგის სასამართლომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას ნება დართო, საქმესთან დაკავშირებით მოსაზრებები წარედგინა და მის განხილვაში მესამე მხარის სახით ჩართულიყო.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი ევროსასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით შევიდა. ისინი სტრასბურგის სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული რამდენიმე უფლების, მათ შორის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევებზე დავობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend